3 მცენარის ნაყენი, რომელიც რევმატიზმისგან გიხსნით - კვირის პალიტრა

3 მცენარის ნაყენი, რომელიც რევმატიზმისგან გიხსნით

რევმატიზმი ზოგად ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი დაზიანებით. რევმატიზმის დროს ადამიანი უჩივის ძლიერ სისუსტეს, ყრუ ხასიათის, ზოგჯერ ჩხვლეტისმაგვარ ტკივილს და გულის ფრიალს. ასევე, დაღლილობას, მადის დაკარგვას, სიფერმკრთალეს, მუცლის ტკივილს, ცხელებას და სისხლდენას ცხვირიდან.

არსებობს სამკურნალო მცენარეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც მეცნიერულმა მედიცინამ შეისწავლა, მათი ეფექტურობა სამეცნიერო ექსპერიმენტებით დაადასტურა და აღიარა კიდეც ოფიციალური მედიცინისთვის გამოსადეგ სამკურნალწამლო საშუალებებად. წარმოგიდგენთ 5 მცენარეულ რეცეპტს, რომლებიც ძალიან ეფექტურია რევმატიზმის დროს.

1. წიწმატელა მინდვრის

mcen2-1666167712.jpg

ნორჩ ბალახს აგროვებენ ადრე გაზაფხულზე, თესლს შემოდგომით.

გამოყენება: აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. კავკასიაში თესლის ნახარშს იყენებენ გარეგანად რევმატიზმის დროს, შინაგანად კი როგორც გაზების გამომდევნს.

რეცეპტები:

· მეტეორიზმი: 1 ჩაის კოვზ თესლს ასხამენ 1 ჭიქა წყალს, ადუღებენ ნელ ცეცხლზე 4-5 წუთი, აჩერებენ 2 სთ. გადაწურავენ. მიიღება 1-2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

· რევმატიზმი: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თესლს ასხამენ 300 მლ წყალს, ადუღებენ 10-15 წთ. აჩერებენ 1 სთ. მიიღება 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

2. წყლის პერი, ლემნა პატარა

mcen-1666167712.jpg

გამოყენება: აქვს ანტიალერგიული, ანტიმიკრობული, ჭიების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, სპაზმოლიზური, შარდმდენი, შემკვრელი, გამაძლიერებელი თვისებები. ხალხურ მედიცინაში იყენებენ გაციების, ალერგიული და კანის დაავადებების, ვიტილიგოს, ჭინჭრის ციების, სხვადასხვა სიმსივნის, შეშუპებების, გველებისა და მწერების ნაკბენების, კანზე გამონაყარის, ფარინგიტის, ბრონქიტის, რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ.

რეცეპტები:

· 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 200 მლ არაყს, აჩერებენ 1 კვირის განმავლობაში და გადაწურავენ. მიიღება 15-20 წვეთი 50 მლ წყალთან ერთად, დღეში 2-3-ჯერ, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ქრონიკული სურდოს, ნეიროდერმიტის, რევმატიზმისა და სიყვითლის დროს.

· 1 სუფრის კოვზ მცენარეს ასხამენ 1 ჭიქა წყალს, მიჰყავთ ადუღებამდე, აჩერებენ 1 სთ. გადაწურავენ. მიიღება 0,5 ჭიქა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს. ბავშვებს 1 წლის ასაკს ზემოთ ასმევენ 2 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში დიათეზის, ალერგიული დიათეზის დროს.

გარეგანად მცენარის ნაყენით ამუშავებენ ჭრილობებს, ფურუნკულებს, წყლულებს.

დანის წვერით დღეში 2-3-ჯერ მცენარის ფხვნილს მიიღებენ შეშუპებებისა და ალერგიული გამონაყარის დროს, ასევე ნერვული აშლილობის ან შიშების და შიშის ნიადაგზე შარდის შეუკავებლობის დროს.

მცენარის ფხვნილისა და თაფლისგან ამზადებენ 1-1,5 სმ დიამეტრის ბურთულებს, მიიღება 1-2 ბურთულა ჭამამდე 3-ჯერ დღეში. გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი და შარდმდენი საშუალება. განსაკუთრებით ეფექტურია ჭინჭრის ციების, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ვიტილიგოს დროს.

· 4 ნაყენი: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს ასხამენ 0,5ლ. არაყს. აჩერებენ 7 დღის განმავლობაში, ხშირად შეანჯღრევენ. მიიღება 25-30 წვეთი 1 სუფრის კოვზ წყალთან ერთად, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

3. ჭარხლიფოჩა ორკბილიანი

mcen3-1666167712.jpg

გამოყენება: ნაყენს მიიღებენ ჰიპერტონიის დროს, ასევე შარდმდენად და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ძალ-ღონის აღსადგენად. თესლს იყენებენ ანტიტოქსიკურ საშუალებად გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ, ასევე რევმატიზმის, ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.

რეცეპტები:

· ნაყენი: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს და ფოთლებს ასხამენ 250 მლ მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ ორთქლის აბაზანაზე, გადაწურავენ. მიიღება 100 მლ 2-ჯერ დღეში.

გამომცემლობა „პალიტრა L” უნიკალურ წიგნების სერიას - „სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“ გამოსცემს, სადაც მთელ მსოფლიოში გავრცელებულ 1200-მდე მცენარის შესახებ ამომწურავ, სრულფასოვან ინფორმაციას იპოვით. სერია ხუთ ტომად გამოიცემა.

მცენარეთა სახელები ანბანის მიხედვითაა დალაგებული. ყოველ მცენარეს მოყვება რეცეპტები პრაქტიკული გამოყენებისათვის და, რაც მთავარია, - ამ მცენარეთა ფოტოილუსტრაციები.

თითოეულ მცენარეზე მოწოდებული ინფორმაციით შეიტყობთ, სად მოიპოვება ეს მცენარე, წლის რომელ დროს, მისი რა ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ, როგორი ქიმიური შემადგენლობა აქვს, ანუ რა განაპირობებს მათ სამკურნალო ეფექტს, რა დროს გამოგადგებათ, როდის არ შეიძლება მათი გამოყენება, ბოლოს კი, გაეცნობით რეცეპტებს - ნაყენის დამზადებისა და მიღების შესახებ.

mcen5-1666167712.jpg

„სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედიის“ მეხუთე 17 ოქტომბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა და მისი სპეციალური ფასი - 16 ლარი, გაზეთთან ერთად კი - 18 ლარი იქნება. წიგნის შეძენა ასევე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და საიტზე: www.palitral.ge