"მზად ვარ, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება" - კვირის პალიტრა

"მზად ვარ, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება"

რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე,- ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.

კალაძე იმედოვნებს, რომ მომხდარზე სიმართლე დადგინდება.

„ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი მაქვს,რომ სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არანაირი კითხვები არ დარჩება“, - განაცხადაკახა კალაძემ.