ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილია ძველი აკლდამები - რა ინფორმაციასა და ფოტოებს აქვეყნებს კულტურის სამინისტრო? - კვირის პალიტრა

ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილია ძველი აკლდამები - რა ინფორმაციასა და ფოტოებს აქვეყნებს კულტურის სამინისტრო?

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­ფა­რე­ხის ქვეშ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვე­ლი აკ­ლდა­მე­ბი­დან ნეშ­ტე­ბი ხო­ჯე­ვან­ქის სო­მეხ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა სა­ხელ­მწი­ფო პან­თე­ონ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცესს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ელჩი აშოტ სმბა­ტი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხუ­რი სათ­ვის­ტო­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ვან ბა­ი­ბურ­თი და სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ის წი­ნამ­ძღო­ლი, არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რა­კოს დავ­თი­ა­ნი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"სა­მი­ნის­ტროს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს თავ­და­პირ­ვე­ლად ორი აკ­ლდა­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რის შემ­დეგ სა­მი­ნის­ტრომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ჩე­რა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი და ად­გილ­ზე მო­იწ­ვია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს არ­ქე­ო­ლო­გე­ბი. აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ეგ­ზავ­ნა სომ­ხურ სათ­ვის­ტო­მო­სა და ბა­ტონ ვან ბა­ი­ბურთს, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ წარ­სულ­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია და რომ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი სა­საფ­ლაო იქნა გა­უქ­მე­ბუ­ლი.

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­მი­ნის­ტროს შიდა ეზოს სხვა მო­ნაკ­ვე­თე­ბიც და­ა­მუ­შა­ვეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს ხუთი ნეშ­ტი. მათ­გან ორი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია საფ­ლა­ვის ქვებ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რე­ბის წყა­ლო­ბით. რო­გორც ეპი­ტა­ფი­ით ირ­კვე­ვა, ერთი საფ­ლა­ვი სომ­ხუ­რი ტაძ­რის მღვდლის, ოჰა­ნეზ ტერ პო­ღო­სი­ა­ნი­საა, მე­ო­რე კი - მისი მე­უღ­ლის.

სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხუ­რი სათ­ვის­ტო­მო­სა და სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ის წი­ნამ­ძღო­ლის, არ­ქი­მან­დრიტ კი­რა­კოს დავ­თი­ა­ნის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დღეს ყვე­ლა ნეშ­ტი სომ­ხურ პან­თე­ონ­ში გა­და­ას­ვე­ნეს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ambebi.ge