"კალაძის პასუხისმგებლობაზე პირში წყალჩაგუბებულებს კიცხავენ და მწარედ მეცინება" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"კალაძის პასუხისმგებლობაზე პირში წყალჩაგუბებულებს კიცხავენ და მწარედ მეცინება" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი - თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"კალაძის პასუხისმგებლობაზე პირში წყალჩაგუბებულებს კიცხავენ და მწარედ მეცინება.

მეცინება, იმიტომ რომ 10 წელია ოპოზიციას ვუყურებ.

მეცინება, იმიტომ რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ ჩუმდებიან ჩემთვის ერთ დროს პატივსაცემი ადამიანები, თუ საქმე მათი ფულის, ან მდგომარეობის წყაროსთან დაპირისპირებამდე მიდის.

მოსმენილი მაქვს რამდენ მიზეზს იგონებენ, რომ თავიანთი დუმილი და მორჩილება გაამართლონ - მეტწილად სულ დიადი მიზნები და მიზეზებია და ეს მიზეზები, სულ ქართველი ხალხის შეურაცხყოფაზე გადის.

მოკლედ, ვინც ახლა კალაძის მდუმარე ბალასტს აგინებთ, გაიხსენეთ თავად რამდენ უსამართლობას ამართლებთ, ან უჩუმდებით, მხოლოდ იმიტომ რომ ვინც გიხდით, იმას ასეთი პოლიტიკა აქვს.

ხომ ჩუმდებით, როდესაც ადამიანებს უსამართლოდ ცილს წამებენ, უსამართლოდ ავიწროვებენ, უსამართლოდ ბლოკავენ - იმიტომ რომ დამფინანსებელს და თქვენი მდგომარეობის წყაროს ასიამოვნოთ? მდგომარეობა არ დაკარგოთ.

ზოგიერთი უფრო შორს მიდის და საჯაროდ გვმოძღვრავს, რომ ფულის წყაროსთან დაპირისპირება არარაციონალურია.ამიტომაა დღემდე კალაძე. ამიტომ ურტყამს ცარიელ კარში.

არც თქვენ გენდობათ ხალხი. თქვენც საზიზღარი კონფორმისტები ხართ თქვენს ზონაში.ამიტომაა, რომ ხანდახან თავის კარშიც გაიტანს და აიტანს.

P.S.ვისაც ეხება, იმას ველაპარაკები. ვისაც არ ეხება, იმას არ ველაპარაკები", - წერს ჩერგოლეიშვილი.