"აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა შეხვედრამ დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან... პირდაპირ ვიტყვი, ეს ჩემი ვალი იყო" - კვირის პალიტრა

"აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა შეხვედრამ დევი მეზურნიშვილთან და პატარა ლაზარესთან... პირდაპირ ვიტყვი, ეს ჩემი ვალი იყო"

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე დევი მე­ზურ­ნიშ­ვილ­თან და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ მათი მო­ნა­ხუ­ლე­ბა მისი ვა­ლია.

რო­გორც კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლებს ყვე­ლას, ვინც ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

"რაც შე­ხე­ბა კამ­პა­ნი­ურ აჟი­ო­ტაჟს, რო­მე­ლიც ჩემი და ჩვე­ნი თავ­გან­წი­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რამ გა­მო­იწ­ვია, ასე­ვე ჩემს მიერ პა­ტა­რა ლა­ზა­რეს მო­ნა­ხუ­ლე­ბამ, პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ეს ჩემი ვა­ლია. არამ­ხო­ლოდ რო­გორც მე­რის, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც ადა­მი­ა­ნის, რო­გორც კა­ცის, რო­გორც ოთხი შვი­ლის მა­მის.

კი, მე მო­ვი­ნა­ხუ­ლე და კი­დევ შევხდე­ბი და კი­დევ მო­ვი­ნა­ხუ­ლებ ყვე­ლას, ვისი მად­ლი­ე­რიც ვარ და ყვე­ლას, ვინც ამ ტრა­გე­დი­ით და­ზა­რალ­და. აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბი მეგი ბან­ცა­ძეს, რო­მელ­მაც ლა­ზა­რე გა­და­არ­ჩი­ნა და მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი. მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ყვე­ლას, ვინც ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. ბო­დიშს ვუხ­დი ან­დრი­ას, რომ ვერ შევ­ძე­ლი გუ­შინ მო­ნა­ხუ­ლე­ბა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვეს­ტუმ­რე­ბი მა­საც" - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი 13 წლის მა­რი­ტას ხსოვ­ნას წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გეს. რო­გორც კახა კა­ლა­ძემ სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ შეც­ვა­ლა დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბი­სა და სრუ­ლი­ად თბი­ლი­სის დღის წეს­რი­გი.

კა­ლა­ძის თქმით, თუ მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, მზად არის, უმ­კაც­რე­სად აგოს პა­სუ­ხი.