"სხვა სპორტსმენებს ვასწავლი ხეზე ასვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვილებსაც" - გიორგი ასანიძის შვილის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე - კვირის პალიტრა

"სხვა სპორტსმენებს ვასწავლი ხეზე ასვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვილებსაც" - გიორგი ასანიძის შვილის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

კახი ასა­ნი­ძე U23-ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ძა­ლო­სან­თა შო­რის წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­და. კა­ხიმ ორი ოქ­რო­სა და ერთი ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­პო­ვა. ის ოქ­როს მედ­ლებს აკ­ვრა­სა და ორ­ჭიდ­ში და­ე­უფ­ლა.ჩემ­პი­ო­ნა­ტი ალ­ბა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"გი­ლო­ცავთ! პირ­ვე­ლი ოქ­როს მედ­ლე­ბი ალ­ბა­ნე­თი­დან! კახი ასა­ნი­ძე - U23 ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნია!" - ვკი­თხუ­ლობთ ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კახი ასა­ნი­ძე ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­სან­თა ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის, გი­ორ­გი ასა­ნი­ძის შვი­ლია.Ambebi.ge-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გი ასა­ნი­ძეს­თან, სა­დაც ის სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად ოჯახ­სა და შვი­ლებ­ზეც სა­უბ­რობს.

"ოჯა­ხი ბევ­რი წლის წინ შევ­ქმე­ნი, 1995 წელს, როცა ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი. ჩემი მე­უღ­ლე თეა კო­ტუა ოჩამ­ჩი­რი­და­ნაა, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით, შეგ­ვიყ­ვარ­და და შე­უღ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. გვყავს ოთხი შვი­ლი - ორი ვაჟი და ორი - ქა­ლიშ­ვი­ლი. კა­ხიმ და სა­ბამ, მა­მის გზა აირ­ჩი­ეს, ორი­ვე ძა­ლო­სა­ნია და ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი. ბევ­რი შრო­მა მო­უ­წევთ. ვე­რა­ვინ იტყვის, გახ­დე­ბი­ან თუ არა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი, მაგ­რამ ვიცი, ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლად იქ­ცე­ვა ორი­ვე... მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის, სხვა სპო­რრტსმე­ნებს ვას­წავ­ლი ხეზე ას­ვლას და რა თქმა უნდა, ჩემს შვი­ლებ­საც იხილეთ სრულად