მომენტალურ ლატარია "3 შანსში’’  20 000 ლარი გათამაშდა - გასულ კვირას ლატარიაში მოგებულია 353 697 ლარი - კვირის პალიტრა

მომენტალურ ლატარია "3 შანსში’’  20 000 ლარი გათამაშდა - გასულ კვირას ლატარიაში მოგებულია 353 697 ლარი

გასულ კვირას ლატარიის მოთამაშეებს შორის ყველაზე იღბლიანი ირმა ჩერქეზიშვილი აღმოჩნდა. მან მომენტალურ ლატარია ,,3 შანსში’’ 20 000 ლარი მოიგო.

ქალბატონი ირმა დეკემბერში 55 წლის ხდება, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ის 20 000 ლარით გაზრდილი ბიუჯეტით შეხვდება. ირმა თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, 2 შვილი და 4 შვილიშვილი ჰყავს, მეუღლესთან ერთად კი რბილი ავეჯის დასამზადებელ საწარმოს ფლობს, მოგებულ თანხასაც სწორედ ბიზნესის გაფართოებას მოახმარს, მცირედით შვილებსა და შვილიშვილებსაც გაახარებს.

,,ჩემი საყვარელი ჯიხური მაქვს, ვაზისუბანში, წლებია ლატარიას მაგ ჯიხურში ვყიდულობ, მოგების დღესაც მეუღლეს ჯიხურთან მანქანა გავაჩერებინე, 20 ლარი მქონდა მოგებული, მომგებიანი ბილეთები ისევ ბილეთებში გადავცვალე და 20 ლარის ,,3 შანსი’’ შევიძინე, საღამოს კი სახლში მისურლმა აღმოვაჩინე რომ 20 000 ლარი მომიგია, უზომოდ ბედნიერი ვარ’’ - გვიყვება ირმა ჩერქეზიშვილი.

ogp-2019-1666255143.jpg

გასულ კვირას კი ლატარიაში მოგებები ლატარიის გათამაშებების მიხედვით ასე გადანაწალიდა:

· გადასაფხეკი ლატარია - 322 466 ლარი;

· ,,ლოტო 6/42’’, ,,5/35 -ოქროს ბურთი’’, კენო - 26 617 ლარი;

· ონლაინ ლატარია - 4 614 ლარი.

რეგიონების მიხედვით კი ლატარიის მოგებები ასე გამოიყურება:

· თბილისი - 214 078 ლარი;

· იმერეთი - 35 671 ლარი;

· აჭარა - 34 886 ლარი;

· სამეგრელო ზემო სვანეთი - 18 143 ლარი;

· შიდა ქართლი - 13 170 ლარი;

· სამცხე - ჯავახეთი - 10 316 ლარი;

· კახეთი - 10 316 ლარი;

· ქვემო ქართლი - 9 107 ლარი;

· გურია - 5 843 ლარი;

· რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი - 1479 ლარი;

· მცხეთა - მთიანეთი - 150 ლარი.

ლატარიის ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

· გადასაფხეკი ლატარია იყიდება ნიკორას, სპარის, სმარტის, ლიბრეს, იოლის ქსელში, გალფისა და სოკარის ვეიმარკეტებში, ავერისის აფთიაქებში, ლატარიის ჯიხურებსა და სერვის-ცენტრებში.

· ყოველდღიურად მზარდი ჯეკპოტის ტირაჟიანი ლოტოების შეძენა შესაძლებელია ლატარიის სერვის-ცენტრებსა და ჯიხურებში, ან კომპანიის საიტზე www.Lotto.ge.

· ლატარიის მოგების განაღდება შესაძლებელია: 100 ლარამდე მოგების ლოტოს ჯიხურებში, 1000 ლარამდე მოგების კომპანიის სერვის-ცენტრებში, 1000 ლარის ზევით ,,თიბისი’’ ბანკის ფილიალებში.

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.