"მეგობრები ვიყავით, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა" - ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"მეგობრები ვიყავით, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი ურთიერთობა ასეთ სიყვარულში გადაიზრდებოდა" - ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილის სიყვარულის ამბავი

და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი სამი წლის წინ გა­ვი­ცა­ნით, იმ­ჟა­მად მის­მა საქ­ცი­ელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა აა­ლა­პა­რა­კა. ახალ­გაზ­რდა კაც­მა პა­პას ცხოვ­რე­ბის ბოლო წლებ­ში ოც­ნე­ბა აუხ­დი­ნა - 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­ხუცს ზღვა პირ­ვე­ლად ანა­ხა. სა­ნა­პი­რო­ზე მი­იყ­ვა­ნა, ზღვის სურ­ნე­ლი შე­აგ­რძნო­ბი­ნა და თვა­ლებ­ზე სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი მოჰ­გვა­რა...

სამ­წუ­ხა­როდ, ა.წ. იან­ვარ­ში მო­ხუ­ცი კო­ვიდ­მა შე­ი­წი­რა...

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ პა­პას ეს სურ­ვი­ლი ავუს­რუ­ლე. ცხოვ­რე­ბა შრო­მა­ში ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი, თა­ვის თა­ვის­თვის ნაკ­ლე­ბად იც­ლი­და. სო­ფელს თით­ქმის არ სცილ­დე­ბო­და... ბო­ლოს კარ­გი ძმა­კა­ცე­ბი და მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და ის პე­რი­ო­დი კარგ მო­გო­ნე­ბად დამ­რჩა... სამ­წუ­ხა­როდ, წელს დავ­კარ­გეთ. არა­და, ჯან­მრთე­ლი კაცი იყო. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას არ ვე­ლო­დით,“ - გვე­უბ­ნე­ბა და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ერთი კვი­რის წინ კა­ხეთ­ში ქორ­წი­ლი ჰქონ­და. მისი მე­უღ­ლე გერ­მა­ნი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, "გერ­მა­ნი­ის ხმა“ ნა­თია თო­დუაა. წყვი­ლი ცოტა ხან­ში პა­ტა­რა­საც ელო­დე­ბა...

და­ვითს ამ­ჯე­რად ვრცლად სწო­რედ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ. ambebi.ge და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვილს ბერ­ლინ­ში და­უ­კავ­შირ­და.

- მე და ნა­თი­ამ სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო­დან გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, თბი­ლის­ში ორი­ვე ერთ-ერთ გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით. პირ­ვე­ლი­ვე დღეს, ვნა­ხე თუ არა, დავ­მე­გობ­რდით. ბევ­რი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. რა თქმა უნდა, ვი­ცო­დი ნა­თი­ას შე­სა­ხებ, მაგ­რამ მას­ზე დიდი ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და. სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ ხოლ­მე უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ მუ­სი­კო­სებ­ზე. ჩვე­ნი გაც­ნო­ბა იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, როცა კონ­კურ­სი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მოკ­ლედ, იმის მერე, როცა სა­ერ­თო წრე­ში ვხვდე­ბო­დით, მისი სახ­ლში გა­ცი­ლე­ბა მე მი­წევ­და, თან, აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი მშობ­ლე­ბი ჩემ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ. ისე­თი და­მე­გობ­რე­ბულ-დაძ­მა­კა­ცე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ასეთ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­იზ­რდე­ბო­და. ეს იყო ძა­ლი­ან მა­გა­რი, სუფ­თა, გი­ჟუ­რი, სა­თავ­გა­და­სავ­ლო მე­გობ­რო­ბა. ნა­თია თბი­ლის­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და, ბერ­ლინ­ში ჩას­ვლა მეც მი­წევ­და. ჩემი ფა­ვო­რი­ტი ქა­ლა­ქია. ნა­თი­ას გაც­ნო­ბამ­დეც ხში­რად ჩავ­დი­ო­დი და იქა­უ­რი ატ­მოს­ფე­რო მომ­წონ­და. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ამ საყ­ვა­რელ ქა­ლაქ­ში მი­წევს დღეს ცხოვ­რე­ბა. როცა რა­ღაც გიყ­ვარს, ალ­ბათ სამ­ყა­როც მის­კენ გი­ზი­დავს...

მოკ­ლედ, ასე­თი იყო ჩვე­ნი ორ­წლი­ა­ნი მჭიდ­რო, გულ­წრფე­ლი მე­გობ­რო­ბა, რაც დღეს ჩვენს სიყ­ვა­რულს ძა­ლი­ან ამ­ყა­რებს.

...ერთხე­ლაც ექ­სკურ­სი­ა­ზე ვი­ყა­ვით, მერე ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დით და თავ­ზე დაგ­ვა­თენ­და... რო­გორ­ღაც მეც და ნა­თი­ა­მაც ვიგ­რძე­ნით, რომ ეს ცოტა მეტი იყო, ვიდ­რე მე­გობ­რო­ბა... ამას თვი­თო­ნაც აღ­ნიშ­ნავს... მა­ნამ­დე მა­ინ­ტე­რე­სებ­და ნა­თი­ას აზ­რე­ბი, მისი თვა­ლის ფერი, მაგ­რამ არც და­მიშ­ვია, რომ რა­ი­მე სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქო­ნო­და. ამ პა­ტარ-პა­ტა­რა სიმ­პა­თი­ებ­მა, რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ზარ­და, რაც ძა­ლი­ან გვა­ბედ­ნი­ე­რებს.

- და ქორ­წი­ლიც ერთი კვი­რის წინ გქონ­დათ...

- კი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად დიდი ხა­ნია უკვე ერ­თად ვცხოვ­რობთ. რო­გორც კი მე­გობ­რო­ბი­დან სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ვე­დით. ამის მი­ზე­ზი პან­დე­მია გახ­და... მა­ნამ­დე მივ­ლი­ნე­ბით და­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი. ბერ­ლინ­ში ნა­თი­ას­თან და­ბა­დე­ბის დღე­ზე, რო­გორც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უნდა ჩავფრე­ნი­ლი­ყა­ვი. ჩავფრინ­დი და და­ი­წყო პან­დე­მია. ლოკ­და­უ­ნე­ბი რომ გა­მო­ცხად­და, 6 თვე ბერ­ლი­ნი­დან თბი­ლის­ში ვერ მოვფრი­ნავ­დი... მაგ დროს ნა­თი­ას­თან ვი­ყა­ვი და იმ პე­რი­ო­დი­დან ერ­თად ვართ. ერ­თმა­ნეთს კი­დევ უკე­თე­სად გა­ვუ­გეთ... ქორ­წი­ლის გა­დახ­და მა­შინ­ვე გვინ­დო­და, მაგ­რამ კო­ვი­დის გამო ვერ შევ­ძე­ლით. მოკ­ლედ, ჯერ მე­გობ­რო­ბა, მერე სიყ­ვა­რუ­ლი და ბე­დის­წე­რამ და­აჩ­ქა­რა ჩვე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბაც, რა­საც პან­დე­მი­ამ ხელი შე­უ­წყო.

- რო­გო­რი გო­გოა ნა­თია...

- გვერ­დში დგო­მის სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს. პა­ტი­ვის­ცე­მა არ ეშ­ლე­ბა, თუ ვინ­მეს მისი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა, სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნია, თა­ვის საქ­მეს გვერ­დით გა­და­დებს და და­ეხ­მა­რე­ბა. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი ასე­თი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა და ზო­გა­დად ის, რომ ნა­თია სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნია. მა­ყუ­რე­ბე­ლი, მსმე­ნე­ლი, ის აუ­დი­ტო­რია, რო­მელ­თა­ნაც შეხ­ვედ­რა უწევს, დიდ პა­ტივს სცემს. გერ­მა­ნე­ლებს უყ­ვართ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ნა­თი­ას მუ­სი­კა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ჟან­რე­ბი ბლუ­ზი და ჯა­ზია... გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა