უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი დაასანქცირა - ნახეთ ვინ არიან ისინი - კვირის პალიტრა

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი დაასანქცირა - ნახეთ ვინ არიან ისინი

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხი წევრი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით სანქცირებულია. ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმწერილი დოკუმენტი გუშინ, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს და ტიტე მამაცაშვილს, ასევე, სამ ქართველს - ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეებს.

ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა 1,4 ათასი რუსული კომპანია და ორგანიზაცია, ასევე რუსეთის 2,5 ათასამდე მოქალაქე.

ამასთან, სანქცირებულთა სიაშია სამი ქართველი - ბიზნესმენები დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები. სამივე არის რუსეთის მოქალაქე.

BPN.GE