"სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტო იღებენ" - რას წერს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტო იღებენ" - რას წერს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი?

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ანა აბა­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ დღეს გა­მარ­თუ­ლი პრო­ცეს­ზე შეს­ვე­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, სა­სა­მარ­თლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­თან ფო­ტო­ებს იღებ­დნენ...

ანა აბა­ში­ძე:

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ ნი­კო­ლოს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ცხად­დე­ბა. ამ წუ­თებ­ში კი, სა­სა­მარ­თლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბაზ­ში და ბრალ­დე­ბულ ბა­სი­ლაშ­ვილ­თან ფოტო იღე­ბენ. თან მო­სა­მარ­თლის კა­რი­დან შე­მო­ვიდ­ნენ შეს­ვე­ნე­ბის დროს. ასე­თი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს და გა­მი­გია. ტო­ტა­ლუ­რია ქალ­თა მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი. აქ სუნ­თქვაც ჭირს. არ ვიცი, ამ გა­რე­მო­ში რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ ობი­ექ­ტუ­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს..."