"არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი"- რა თქვა სასამართლო პროცესზე კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის +”-ის დი­რექ­ტორ­მა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე? - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი"- რა თქვა სასამართლო პროცესზე კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის +”-ის დი­რექ­ტორ­მა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე?

არ ვა­პი­რებ არ­სად გაქ­ცე­ვას, ძა­ლი­ა­ნაც რომ მინ­დო­დეს, ჩემი მო­რა­ლის გამო ვერ გა­ვიქ­ცე­ვი, - ასე უპა­სუ­ხა ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა, კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის +”-ის დი­რექ­ტორ­მა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად ბრალ­დე­ბულ­თა­გან მი­მალ­ვის საფრ­თხე არ­სე­ბობს.

რო­გორც ფურ­ცხვა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სი­ტყვით სარ­გებ­ლო­ბი­სას გან­მარ­ტა, იმის გარ­კვე­ვა, თუ რა­ტომ მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრა­გე­დია, პრო­კუ­რო­რებ­ზე წინ, პირ­ველ რიგ­ში მის ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს.

"იმ მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მე არც და ვერც გა­ვექ­ცე­ვი. პირ­ველ დღეს­ვე 35 სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და ჩემი და­კი­თხვა, მე­სა­მე და მე­ო­თხე დღეს 16 სა­ა­თი. არ ვა­პი­რებ არ­სად გაქ­ცე­ვას, ძა­ლი­ა­ნაც რომ მინ­დო­დეს, ჩემი მო­რა­ლის გამო ვერ გა­ვიქ­ცე­ვი. პირ­ველ რიგ­ში ჩემი ინ­ტე­რე­სია იქ რა მოხ­და იმის გა­გე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მო­ყო­ლი­ლი მაქვს რაც ვი­ცო­დი, არ ვა­პი­რებ კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას”, - აღ­ნიშ­ნა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 18 ოქ­ტომ­ბერს 9 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან კომ­პა­ნია "გრინ­სერ­ვის პლუ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე.

ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს ედა­ვე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას.

"ინტერპრესნიუსი"