"მე ებ­რა­ელ­მა დე­დამ გამ­ზარ­და. ჩემ­თვის ის ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ქა­ლია დე­და­მი­წა­ზე" - გარდაიცვალა მომღერალ თამარ გვერდწითელის დედა - კვირის პალიტრა

"მე ებ­რა­ელ­მა დე­დამ გამ­ზარ­და. ჩემ­თვის ის ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ქა­ლია დე­და­მი­წა­ზე" - გარდაიცვალა მომღერალ თამარ გვერდწითელის დედა

რო­გორც თა­მარ გვერდწი­თე­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რალს დედა გარ­და­ეც­ვა­ლა.

"გარ­და­იც­ვა­ლა თა­მარ გვერდწი­თე­ლის დედა - ქალ­ბა­ტო­ნი ინა კოფ­მა­ნი. ქალი, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს მო­უვ­ლი­ნა და აღუ­ზარ­და ღირ­სე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვი თა­მარ გვერდწი­თე­ლი და იყო დე­დო­ბის და ქა­ლის ეტა­ლო­ნი. დედა, რო­მე­ლიც გახ­ლდათ თა­მარ გვერდწი­თე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის მუზა.

პა­ნაშ­ვი­დე­ბი: დი­ღო­მი 8/ აკა­კი გე­ლო­ვა­ნის 1 ჩიხი, სახ­ლი 5.სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი შა­ბათს, 22 ოქ­ტომ­ბერს სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში 17:00 სა­ა­თი­დან. გას­ვე­ნე­ბა კვი­რას, 23 ოქ­ტომ­ბერს, სი­ო­ნის ტაძ­რი­დან 14:00 სა­ათ­ზე“, - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინა კოფ­მა­ნი ოდე­სე­ლი გახ­და, რო­გორც მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ვი­გებთ ოდე­სა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი რა­ბი­ნის ოჯახ­ში იყო და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი.

ის პე­და­გო­გი იყო და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლი­და. მან შვი­ლის მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი შე­ას­რუ­ლა. სწო­რედ დედა იყო ინი­ცი­ა­ტო­რი იმი­სა, რომ მომ­ღე­რა­ლი 7 წლის ასაკ­ში ან­სამ­ბლ "მზი­უ­რის" რი­გებ­ში მოხ­ვდა.

"მე ებ­რა­ელ­მა დე­დამ გამ­ზარ­და. ჩემ­თვის ის ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­ე­რი ქა­ლია დე­და­მი­წა­ზე - არის ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი დედა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ა­სახ­ლი­სი, შვი­ლე­ბის მე­გო­ბა­რი და მცვე­ლი", - ამ­ბობ­და თა­მარ გვერდწი­თე­ლი წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მომ­ღე­რალ­მა რუ­სე­თი ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა და დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ "ნო­ეს­თან“ სტუმ­რო­ბი­სას დე­და­ზე ისა­უბ­რა.

თა­მარ გვერდწი­თე­ლი:

"დე­დას­თან ჩა­მო­ვე­დი, დედა ვნა­ხე და და­მამ­შვი­და. მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ვარ, მო­დი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი. მე არ­სად არ გავ­დი­ვარ, გა­ჩე­რე­ბუ­ლი ვარ. არც ვმღე­რი და ახლა სიმ­ღე­რის დრო არ არის. დედა უკ­რა­ი­ნა­ში ოდე­სა­ში და­ი­ბა­და. დე­და­ჩე­მი ოდე­სე­ლია. ახლა ტი­რის ხში­რად. მთე­ლი ჩემი წი­ნაპ­რე­ბი იქი­დან არი­ან, წარ­მო­შო­ბით. მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან, კოფ­მა­ნე­ბის ოჯა­ხი ცხროვ­რობ­და იქ. გერ­მა­ნი­ი­დან გა­და­სახ­ლდნენ. როცა გეს­მის, შენს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში რა ხდე­ბა... ძა­ლი­ან რთუ­ლია. ჩემი დიდი ბა­ბა­უა ოდე­სის რა­ბი­ნი გახ­ლდათ..."