"მრავლდებიან და არ მთავრდებიან" - 11 შვილის დედა ქუთაისიდან, რომელმაც ფოტოგრაფი გააოცა - კვირის პალიტრა

"მრავლდებიან და არ მთავრდებიან" - 11 შვილის დედა ქუთაისიდან, რომელმაც ფოტოგრაფი გააოცა

ფოტოგრაფი, ლიკა გაბუნია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს წყალტუბოში მქონდა გადაღება, წყვილს ვიღებდი, როცა ჯერ დედა მოვიდა 4 გოგოთი, რომელთაც ერთნაირი კაბები ეცვათ.

გავიფიქრე, რა ორიგინალურია-თქო და თან ვხედავ როგორ ემატებიან ბაფთიანი ბიჭებიც, ისევ ერთნაირ ფერებში, მრავლდებიან და არ მთავრდებიან.

უმისამართოდ ვკითხულობ ეს ყველა თქვენია? და გაოცებას ვერ ვმალავ. ემოციური და მოულოდნელი იყო. ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი.

ქუთაისელი დედა, 11 შვილით “, - წერს ლიკა გაბუნია.