"როცა რუსი მამაჩემის საკნის წინ მცემდა, მამამ უთხრა - "ღმერთმა ქნას, გადარჩეს და გაიზარდოს" - რას წერს მამუკა მამულაშვილი
უკრაინაში "ქართული ლეგიონის" დამაარსებელი და მეთაური მამუკა მამულაშვილი, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის, "ტვიტერში" მამას იხსენებს და წერს მომენტზე, რომელმაც მის ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა.
"მომენტი, რომელმაც კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზე, ერთხელ, როცა რუსი ოფიცერი მამაჩემის საკნის წინ მცემდა, მამამ რუსს უთხრა სიტყვები, რომლებიც ყოველ დღე მახსოვს - "ღმერთმა ქნას გადარჩეს და გაიზარდოს".
იქვე აქვეყნებს მამის ფოტოს, მინაწერით: გენერალი ზურაბ მამულაშვილი. 1992 წ, საკონცენტრაციო საკანი", - წერს მამუკა მამულაშვილი. გააგრძელეთ კითხვა
