"ძალიან რთულია, რომ ვერ ვბრუნდები საქართველოში, რადგან იქ მემუქრებიან... ბიძაჩემი ერთ-ერთი მათგანია“ - დემნა გვასალიას გულახდილი ინტერვიუ სიყვარულსა და შიშზე - კვირის პალიტრა

"ძალიან რთულია, რომ ვერ ვბრუნდები საქართველოში, რადგან იქ მემუქრებიან... ბიძაჩემი ერთ-ერთი მათგანია“ - დემნა გვასალიას გულახდილი ინტერვიუ სიყვარულსა და შიშზე

Balenciaga-ს კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ NYT Style Magazine-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, რო­მელ­შიც სა­უბ­რობ­და სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, მისი ოჯა­ხის სო­ხუ­მი­დან გაქ­ცე­ვა­სა და იმა­ზეც, თუ რა­ტომ ვერ დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში...

2022 წლის წლის მარ­ტში, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან 10 დღის შემ­დეგ, პა­რიზ­თან ახ­ლოს Balenciaga-ს კო­ლექ­ცი­ის მო­რი­გი ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტად იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო, დემ­ნამ შო­უ­ში ის მდგო­მა­რე­ო­ბა აღ­წე­რა, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ის ფაქ­ტი, რომ მო­დე­ლებ­მა პო­დი­უმ­ზე ნამ­დვი­ლი ქა­რიშ­ხა­ლი გა­ი­ა­რეს, ამ მოვ­ლე­ნე­ბის ერ­თგვარ მე­ტა­ფო­რად იქცა. გვა­სა­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ხდარ­მა კონ­ფლიქტმა მას წარ­სუ­ლის ტრავ­მა გა­ახ­სე­ნა. 1993 წელს იგი­ვე მოხ­და მის მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში და ის "სა­მუ­და­მოდ ლტოლ­ვი­ლად იქცა“.

"ეს არის ის, რაც შენ­ში რჩე­ბა. შიში, სა­სო­წარ­კვე­თა, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ შენ არა­ვის სჭირ­დე­ბი", - ამ­ბობს დემ­ნა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აღარ იყე­ნებს გვარს გვა­სა­ლი­ას, რათა გა­მო­ყოს თა­ვი­სი პი­რა­დი "მე" პრო­ფე­სი­ის­გან.

1992 წელს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო, დემ­ნა 11 წლის იყო. ჯა­რე­ბის მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ სო­ხუმ­ში შეს­ვლის შემ­დეგ, მშობ­ლებ­თან, უმ­ცროს ძმას­თან და რამ­დე­ნი­მე ნა­თე­სავ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში გაქ­ცე­ვამ მო­უ­წია. ჯერ მან­ქა­ნით წა­ვიდ­ნენ თბი­ლი­სის­კენ, შემ­დეგ კი გზა ფე­ხით გა­აგ­რძე­ლეს. ამ რთულ "მოგ­ზა­უ­რო­ბას“ სამი კვი­რა დას­ჭირ­და.

41 წლის დემ­ნა იხ­სე­ნებს, რომ ომამ­დე იყო "კე­თი­ლი ბიჭი“, რო­მე­ლიც ოჯა­ხის­თვის მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ებს აწყობ­და, ხა­ტავ­და. ამ­ბობს, თუ რო­გორ გა­ი­გო ერთ ღა­მეს მა­მა­მი­სის ნათ­ქვა­მი, რომ თუ მათ მძევ­ლად აიყ­ვან­დნენ, ერ­ჩია თავი მო­ეკ­ლა და შვი­ლე­ბი და­ე­ხო­ცა, ვიდ­რე მათი წა­მე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა. ამის შემ­დეგ მა­მის შიში გა­უჩ­ნდა, თუმ­ცა იცო­და, რომ ის ამას არა­სო­დეს გა­ა­კე­თებ­და.

მის­მა ოჯახ­მა თბი­ლის­ში უსაფრ­თხოდ ჩას­ვლა მო­ა­ხერ­ხა და ამ დრო­ის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბა, დემ­ნას თქმით, სა­წოლ­ში ძილი იყო. დემ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნატ­რე­ბით იხ­სე­ნებს - იქ დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებს, რად­გან ღიად გეია, ახ­ლობ­ლე­ბი კი ჰო­მო­ფო­ბე­ბი ჰყავს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები