"უკვე შეიძლება გაგიმხილოთ, რომ 5 შვილის მამა ვარ! გაიცანით, დავით არველაძე" - გიორგი არველაძემ და მისმა მეუღლემ უკრაინაში ბიჭუნა იშვილეს - კვირის პალიტრა

"უკვე შეიძლება გაგიმხილოთ, რომ 5 შვილის მამა ვარ! გაიცანით, დავით არველაძე" - გიორგი არველაძემ და მისმა მეუღლემ უკრაინაში ბიჭუნა იშვილეს

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რომ მე­ხუ­თე შვი­ლის მამა გახ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა მან და მის­მა მე­უღ­ლემ ანას­ტა­სი­ამ, უკ­რა­ი­ნა­ში ბი­ჭუ­ნა იშ­ვი­ლეს.

"მე­გობ­რე­ბო, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აფი­ში­რე­ბა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ეს სი­ხა­რუ­ლი მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ. უკვე შე­იძ­ლე­ბა გა­გიმ­ხი­ლოთ, რომ 5 შვი­ლის მამა ვარ! გა­ი­ცა­ნით, და­ვით არ­ვე­ლა­ძე! ჩემი და ანას­ტა­სი­ას სი­ცო­ცხლე და სი­ხა­რუ­ლი!!! და­ვი­თი სამ­ყა­როს სა­ჩუ­ქა­რია ჩვენ­თვის. ერთი წლი­სა სულ ახ­ლა­ხანს შეს­რულ­და, მაგ­რამ უკვე დიდი გმი­რია. უკვე ბევ­რი გა­სა­ჭი­რი გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ გა­დარ­ჩა! და­ბა­დე­ბაც რთუ­ლი ქონ­და, მაგ­რამ არ დათ­მო სი­ცო­ცხლე. და­ი­ბა­და და მარ­ტოდ-მარ­ტო და­ტო­ვეს ცხოვ­რე­ბას­თან… მერე, სულ სამი თვის იყო, როცა მის თავ­ზე ბომ­ბებ­მა და­ი­წყეს აფეთ­ქე­ბა... როცა ხარ­კო­ვი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, და­ვი­თი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო ჯგუფ­ში, სა­ნამ თავ­შე­სა­ფარს მი­აღ­წევ­და, მარ­ტის ცივი ღა­მე­ე­ბის სარ­და­ფებ­სა და გა­ყი­ნულ შე­ნო­ბებ­ში გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია, მაგ­რამ კა­ცუ­რად გა­უძ­ლო.

arve-1666354477.jpg

აც­რი­ლი ერთხე­ლაც არ იყო, მაგ­რამ უფრო ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა ვიდ­რე ყვე­ლა ვირუ­სი. დიდი მად­ლო­ბა ალა ტი­ხო­მი­რენ­კოს, ბავშთა სახ­ლის დი­რექ­ტორს, რო­მელ­მაც არ­ცერ­თი წა­მით არ მი­ა­ტო­ვა ბავ­შვე­ბი და სი­ცი­ვე­ში, ტან­ზე მიკ­რუ­ლი რძის ბოთ­ლე­ბით, უთე­ნებ­და და­ვითს ღა­მე­ებს, რომ ბავ­შვს ოდ­ნავ თბი­ლი საკ­ვე­ბი მა­ინც ქო­ნო­და. ანას­ტა­სი­ა­სა და ჩემ­თვის კი, და­ვი­თი ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ანას­ტა­სი­ას­თვის. რა წამ­საც პირ­ვე­ლად ნახა და ხელ­ში აიყ­ვა­ნა, იმ წა­მი­დან აღარ მო­შო­რე­ბია, იმ წა­მი­დან მისი სამ­ყა­როს ცენ­ტრად იქცა. იმ წა­მი­დან, მას­ში ისეთ­მა დე­დამ გა­იღ­ვი­ძა, ცქე­რით რომ ვერ დატ­კბე­ბით. იმ წა­მი­დან არ შე­უ­წყვე­ტია მას­ზე ზრუნ­ვა, მისი ფე­რე­ბა, მას­თან თა­მა­ში. ბედ­ნი­ე­რე­ბაა ამის ყუ­რე­ბა, იმი­ტომ, რომ ქალ­ში ყვე­ლა­ზე დიდი სი­ლა­მა­ზე კარ­გი დე­დო­ბაა. აქამ­დე ვერ გიმ­ხელ­დით, რად­გან იუ­რი­დი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი არ იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ახლა იმ სტა­დი­ამ­დე მი­ვე­დით, რომ შეგ­ვიძ­ლია გა­გიმ­ხი­ლოთ, რომ და­ვი­თი ჩვე­ნი სი­საყ­ვარ­ლის ბუშ­ტი შვი­ლია - ანას­ტა­სი­ას­თვის პირ­ვე­ლი, ჩემ­თვის მე­ხუ­თე, თუმ­ცა ორი­ვეს­თვის მე­ხუ­თე. ხო, ამ­ბო­ბენ რომ გვგავს. დი­ა­ხაც გვგავს, და უფრო მე­ტად გვემგვა­ნე­ბა. ჩვე­ნი შვი­ლია და მა­გი­ტომ..." - წერს არ­ვე­ლა­ძე.