"არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დოროყაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დოროყაშვილის ადვოკატი?

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნელი დოროყაშვილის ადვოკატ ანა აბაშიძე:

"გაფორმდა ფემიციდი! მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად.თავად მოსამართლე - მგრძნობელობა 0. პასუხისმგებლობა - 0. ცოდნა - 0. ობიექტურობა - 0. ისტორიაში შევა მისი გადაწყვეტილების თოთოეული შეფასება.არავის მივცემთ მსხვერპლი ქალების მონელების უფლებას! გაგრძელდება ნელის დაცვა, სისტემა მხილებული იქნება. საქმე იმაშია ამ დროისთვის რამდენი ქალი იქნება მოკლული და გამწარებული.მადლობა პროკურორს რომელმაც ობიექტურად ყველაფერი გააკეთა, რაც სამართლიანობას სჭირდებოდა.მადლობა ჩემ ყველა თანამშომელს, თქვენ ხართ საამაყო ხალხი. ჩვენ სულ იქ ვიქნებით ვისთანაც არავინაა სიმართლის გარდა!!! განსაკუთრებული მადლობა ნელის და ბოდიში უსამართლო ადამიანების და არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოსამართლისთვის!", - წერა აბაშიძე სოციალურ ქსელში.