"ბოლო ორი წე­ლია, ჩემს შვილ­თან არ მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა და მინ­და თა­ვი­დან და­ვი­წყო ამ გა­ცი­ე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა" - ბასილაშვილის კომენტარი სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ - კვირის პალიტრა

"ბოლო ორი წე­ლია, ჩემს შვილ­თან არ მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა და მინ­და თა­ვი­დან და­ვი­წყო ამ გა­ცი­ე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა" - ბასილაშვილის კომენტარი სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ

ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დღეს მო­სა­მარ­თლემ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვამ გა­მო­ა­ცხა­და.

მე­დი­ას­თან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას თქვა, რომ მის­თვის ახლა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნაა.

"ბოლო ორი წე­ლია, ჩემს შვილ­თან არ მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა და მინ­და თა­ვი­დან და­ვი­წყო ამ გა­ცი­ე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა. რო­გორც თა­ვი­დან აღ­ვნიშ­ნე, არ მინ­და, სა­ჯა­როდ, ნე­გა­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, ის არის ლუ­კა­სის დედა და ბავ­შვი არის ჩემ­თვის მთა­ვა­რი.

მე არ მინ­და ჩემს პი­რად­ზე ვი­სა­უბ­რო, გა­დავ­ხარ­შავ, დავ­ლაგ­დე­ბი ცოტა. მე ვე­ლო­დი სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ რომ დად­გა სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე ცხოვ­რე­ბა­ში, ამან ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. ამ­დე­ნი ცრუ ბრალ­დე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი ასა­ტა­ნი იყო. მი­ხა­რია რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა. ჩემ­თვის ახლა პრი­ო­რი­ტე­ტია ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა და პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა..." - აღ­ნიშ­ნა ბა­სი­ლაშ­ვილ­მა.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ საქ­მე­ზე 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვლი­ეს, მათ შო­რის, და­კი­თხნენ რო­გორც დაც­ვის მხა­რის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი.პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი. ასე­ვე, ბრალ­დე­ბის მხა­რე გან­მარ­ტავ­და, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა ზუს­ტად თან­ხვედ­რა­ში იყო საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან.

სა­პი­რის­პი­როს აცხა­დებ­და დაც­ვის მხა­რე. ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არც ფი­ზი­კურ და არც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

"ინტერპრესნიუსი"