უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - კვირის პალიტრა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

დაღუპული სამხედრო მიხეილ ყაფლანიშვილია.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 21 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

"ინტერპრესნიუსი"