"გინდ დაიჯერეთ, გინდა არა..." - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე? - კვირის პალიტრა

"გინდ დაიჯერეთ, გინდა არა..." - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე?

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე პა­სუ­ხობს ალე­კო თა­ვარ­თქი­ლა­ძეს და აცხა­დებს, რომ მისი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტო­ბის და კლი­ნი­ცის­ტო­ბის ეჭვქვეშ და­ყე­ნე­ბა საღ აზრს იმ­დე­ნად სცილ­დე­ბა, რომ მისი სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ქმაც კი ძნე­ლია.

გან­ცხა­დე­ბა­ში თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე პრე­პა­რატ "სუ­ლა­ჟერ­ზე“ სა­უბ­რობს .

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გინდ და­ი­ჯე­რეთ, გინ­და არა, მაგ­რამ ბ-ნმა ალე­კო თა­ვარ­თქი­ლა­ძემ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ჩემი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტო­ბა?! და ასე გან­სა­ჯეთ კლი­ნი­ცის­ტო­ბაც კი?! მას შემ­დეგ, რაც მე მას და მის მენ­ტო­რებს კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი ვუ­თხა­რი სტან­დარ­ტუ­ლი წე­სე­ბით დად­გე­ნი­ლი პრე-კლი­ნი­კუ­რი და კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის (trial) ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე პრე­პა­რატ სუ­ლა­ჟე­რის COVID-ის სამ­კურ­ნა­ლო ნა­ცი­ო­ნა­ლურ პრო­ტო­კოლ­ში შე­ტა­ნა­ზე და პრაქ­ტი­კა­ში ფარ­თოდ და­ნერგვა­ზე (ეს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბო­და). ერთი შე­ხედ­ვით ჩემი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტო­ბის და კლი­ნი­ცის­ტო­ბის ეჭვქვეშ და­ყე­ნე­ბა საღ აზრს იმ­დე­ნად სცილ­დე­ბა, რომ მისი სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ქმაც კი ძნე­ლია. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ასე მო­იქ­ცა და ეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყვე­ლამ წა­ი­კი­თხა. უფრო მე­ტიც, მან მო­ი­თხო­ვა ჩემი ლი­ცენ­ზი­ე­ბი და სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი?! აგ­რეთ­ვე, თუ რა პოსტდიპ­ლო­მუ­რი კურ­სე­ბი მაქვს გავ­ლი­ლი?! მე არ ვიცი ეს გე­ნი­ა­ლუ­რი აზ­რე­ბი ვინ­მემ უკარ­ნა­ხა, თუ თა­ვი­სით მო­ი­ფიქ­რა, მაგ­რამ რო­გორც სჩანს, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და და მთლი­ა­ნად გა­ვი­და მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან. ვინ არის და რა უფ­ლე­ბით ითხოვს ბა­ტო­ნი ალე­კო - გეს­ტა­პოა, КГБ, თუ კი­დევ სხვა? მე რა, კლი­ნი­ცის­ტის და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის ნაც­ვლად ვე­ტე­რი­ნა­რი ან სუ­ლაც მე­ე­ზო­ვე რომ ვიყო, ეს მას უფ­ლე­ბას მის­ცემ­და, რომ წე­სე­ბის და კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა COVID ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ შე­უს­წავ­ლე­ლი პრე­პა­რა­ტი და რის­კის ქვეშ და­ე­ყე­ნე­ბი­ნა მათი სი­ცო­ცხლე? მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმე­ტე­სო­ბა, ალ­ბათ ჩათ­ვლის, რომ ასეთ ნონ­სენსზე პა­სუ­ხის გა­ცე­მაც კი არ ღირს. მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მინ­და, მა­ინც ვუ­პა­სუ­ხო.

მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის ბ-ნმა ალე­კომ ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ექიმ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის 14 კა­ცი­ა­ნი სია და აღ­ნიშ­ნა, რომ ისი­ნი უდი­დე­სი კლი­ნი­ცის­ტე­ბი არი­ან, რი­თაც, ალ­ბათ მი­მა­ნიშ­ნა, რომ მე მათ­თან ახ­ლო­საც ვერ მო­ვალ და შე­სა­ბა­მი­სად, სი­ტყვაც არ მეთ­ქმის. სხვა­თა შო­რის, მას არ გა­ახ­სენ­და, რომ სულ ახ­ლა­ხან ჩვე­ნი ცენ­ტრის 9 ექი­მი, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბ-ნი ალე­კოს 14 კა­ცი­ან სი­ა­ში არ შე­დი­ან, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის მიწ­ვე­ვით და და­ფი­ნან­სე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქ. ბრი­უ­სელ­ში, დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ში, მათ შო­რის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის და მომხსე­ნებ­ლე­ბის რან­გში და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი როლი შე­ას­რუ­ლეს აივ/შიდსის და ჰე­პა­ტი­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში.

ტყუ­ი­ლად ირ­ჯე­ბით ბა­ტო­ნო ალე­კო. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით დად­გე­ნი­ლი პრე-კლი­ნი­კუ­რი და კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის (trial) გა­რე­შე მხო­ლოდ ქარ­თულ ჯიგ­რულ პონ­ტში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ან რო­მე­ლი­მე სხვა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას ვერ შეძ­ლებთ (ეს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია). თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც გინ­დათ, რუ­სეთ­ში ან სხვა რო­მე­ლი­მე მსგავს ქვე­ყა­ნა­ში სცა­დეთ. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, იქ ეს უფრო იო­ლია.

შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ იფიქ­როს, ბო­ლოს და ბო­ლოს რა და­შავ­დე­ბა, თუ ამ მე­დი­კა­მენტს ავად­მყოფს მივ­ცემთ, თუ არ მო­უხ­დე­ბა, არც არა­ფერს და­უ­შა­ვებს. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მცდა­რი მსჯე­ლო­ბაა. რო­დე­საც შე­უს­წავ­ლე­ლი მე­დი­კა­მენ­ტით ვა­ნაც­ვლებთ რო­მე­ლი­მე სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩენ მე­დი­კა­მენტს, მა­გა­ლი­თად პაქსლო­ვიდს, რემ­დე­სი­ვირს, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებს, ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს და ა.შ. (სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბე­ბი­სას), ავად­მყოფს ფაქ­ტობ­რი­ვად პრო­აქ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე ვტო­ვებთ, რი­თაც ვზრდით მის დამ­ძი­მე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კებს.

ახლა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე:

მე კლი­ნი­ცის­ტი ვარ ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე - 1972 წლი­დან. ჯერ გა­ვი­ა­რე კლი­ნი­კუ­რი ორ­დი­ნა­ტუ­რა (მა­შინ რე­ზი­დენ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი არ არ­სე­ბობ­და) ში­ნა­გან სნე­უ­ლე­ბებ­ში, შემ­დეგ ას­პი­რან­ტუ­რა კარ­დი­ო­ლო­გი­ა­ში. ამა­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია. შემ­დეგ­ში და­ვინ­ტე­რეს­დი კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ით და აივ/შიდსით. შე­სა­ბა­მი­სად, შე­ვიც­ვა­ლე სპე­ცი­ა­ლო­ბა და გავ­ხდი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი. 1995 წელს ჯან­მო-ს სტი­პენ­დი­ით გა­ვი­ა­რე 4-თვი­ა­ნი კლი­ნი­კუ­რი ტრე­ნინ­გი შიდსსა და სხვა ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ში ქ. პა­რიზ­ში, როტ­შილ­დის ჰოს­პი­ტალ­ში პრო­ფე­სორ Willy Rosenbaum-თან, ხოლო 1996 და 1997 წლებ­ში 8-თვი­ა­ნი კლი­ნი­კუ­რი სტა­ჟი­რე­ბა ქ. ნიუ იორ­კის ორ წამ­ყვან ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა კლი­ნი­კა­ში, მათ შო­რის ამე­რი­კის ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის (IDSA) მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის Donald Armstrong-ის კლი­ნი­კა­ში. სხვა­თა შო­რის IDSA-ს წევ­რად სწო­რედ მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მი­ღეს და პირ­ვე­ლი წლის სა­წევ­როც პი­რა­დად მან გა­და­მი­ხა­და. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი მი­ღე­ბუ­ლი მაქვს 2001 წლის 30 აგ­ვის­ტოს სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში - ინ­ფექ­ცი­უ­რი სნე­უ­ლე­ბა­ნი (N 018048), სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში - ალერ­გო­ლო­გია-იმუ­ნო­ლო­გია (N 018050) და სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვა და ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია (N 018049). მა­ნამ­დე პა­რა­ლე­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე წელი ვი­ყა­ვი კლი­ნი­კუ­რი ფარ­მა­კო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გე ფარ­მა­კო­ქი­მი­ის ინ­სტი­ტუ­ტში და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გე ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრში. ეს მე მეხ­მა­რე­ბო­და ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლა­ში და კვლე­ვის ახა­ლი მე­თო­დე­ბის და­ნერგვა­ში. ბა­ტო­ნო ალე­კო! თქვენც ხომ გაქვთ ლა­ბო­რა­ტო­რია, თა­ნაც თქვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით - „თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მა­გა­რი“? ეს რა, თქვენს კლი­ნი­ცის­ტო­ბას ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს? 2006 წლი­დან ვარ თსუ-ს ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი (სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი).

ჩემი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის მან­ძილ­ზე, რო­გორც მკურ­ნალ ექიმს და რო­გორც კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელს გა­ტა­რე­ბუ­ლი მყავს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სი ავად­მყო­ფი. მარ­ტო COVID-ის პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან ჩვენს კლი­ნი­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი გვყავს 4300-ზე მეტი COVID ავად­მყო­ფი და გარ­და ამი­სა, მუდ­მივ კონ­სულ­ტა­ცი­ებს ვუ­წევ­დით 100-ზე მეტ COVID კლი­ნი­კას ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. მათ­ვე ჩა­ვუ­ტა­რეთ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ტრე­ნინ­გი COVID-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის სა­კი­თხებ­ზე. ვარ COVID-19-ით კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ეროვ­ნუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნის ავ­ტო­რი.

ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მიღ­წე­ვე­ბი (მხო­ლოდ ძი­რი­თა­დი):

ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის მიერ სხვა­დას­ხვა დროს პირ­ვე­ლად ქვე­ყა­ნა­ში და­ნერ­გილ იქნა პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის მე­თო­დი: PCR დი­აგ­ნოს­ტი­კა, უჯრე­დუ­ლი და ჰუ­მო­რუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის, მათ შო­რის სპე­ცი­ფი­კუ­რი (COVID და სხვ.) უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის გან­სა­ზღვრა, ვირუ­სის გე­ნო­ტი­პი­რე­ბა, გე­ნო­მის სექ­ვე­ნი­რე­ბა, ტეს­ტე­ბი რე­ზის­ტენ­ტო­ბა­ზე, ჰი­პერმგრძნო­ბე­ლო­ბა­ზე, ღვიძ­ლის ელას­ტოგ­რა­ფია და ბევ­რი სხვ., რო­მელ­საც დღეს წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ ქვეყ­ნის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ჯერ კი­დევ 1984 წლი­დან და­ვი­წყეთ კვლე­ვე­ბი აივ/შიდსზე (მა­შინ, რო­დე­საც ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან ცო­ტამ იცო­და). 1990 წელს პირ­ვე­ლად ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში შევ­ქმე­ნით აივ/შიდსის ცენ­ტრი და სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლის ძა­ლის­ხმე­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლომ, ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შეძ­ლო თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა აივ/შიდსის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მია, მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლით და სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლით. აივ/შიდსით სიკ­ვდი­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2.5 ჯერ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე სა­შუ­ა­ლოდ მსოფ­ლი­ო­ში და 2-ჯერ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე აშშ-ში. არ მეშ­ლე­ბა, ნამ­დვი­ლად ასეა. აივ/შიდსით ავად­მყო­ფე­ბი ქვე­ყა­ნა­ში დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად ცო­ცხლო­ბენ ცხოვ­რე­ბის კარ­გი ხა­რის­ხით, სრულ­ფა­სოვ­ნად არი­ან ინ­ტეგ­რი­რე­ბულ­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ქორ­წინ­დე­ბი­ან, აჩე­ნენ ჯან­მრთელ შვი­ლებს და ა.შ.

2015 წელს ჩვენ ვი­ყა­ვით მსოფ­ლი­ო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ინი­ცი­ა­ტო­რი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი. ამ პროგ­რა­მით უკვე გა­ნი­კურ­ნა 80 ათა­სამ­დე ქრო­ნი­კუ­ლი C ჰე­პა­ტი­ტით ავად­მყო­ფი, ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­უ­რი HCV ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვა­ლენ­ტო­ბა შემ­ცირ­და 5.4%-დან 1.8%-მდე (65%-ით). არ მახ­სენ­დე­ბა არ­ცერ­თი ცალ­კე აღე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვი­თი პროგ­რა­მა (სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა არ მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში), რო­მელ­საც ამ­დე­ნი ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლე გა­და­ერ­ჩი­ნოს. 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველს მსოფ­ლი­ო­ში მი­ე­ნი­ჭა ევ­რო­პის ღვიძ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის სა­ნი­მუ­შო ცენ­ტრის წო­დე­ბა ვირუ­სულ ჰე­პა­ტი­ტებ­ში. 2021 წელს სა­ქარ­თვე­ლოს C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის გუნ­დი და­ჯილ­დოვ­და აშშ CDC/ATSDR-ს სა­პა­ტიო ჯილ­დო­თი. სა­ქარ­თვე­ლო აღი­ა­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს უპი­რო­ბო ლი­დე­რად C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ა­ში. სულ რა­ღაც 1 თვის წინ სა­ქარ­თვე­ლო C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის დარ­გში ლი­დე­რი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სით (“Georgia is now a global leader in hepatitis C elimination”) მიწ­ვე­უ­ლი იყო ქ. ნიუ იორკში გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ას­სამ­ბლე­ის (UNGA) ფარ­გლებ­ში C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის ქარ­ტი­ის/მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფის და­ფუძ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ბ-ნ ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილს წი­ლად ხვდა უდი­დე­სი პა­ტი­ვი, მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან გა­ეც­ნო მსოფ­ლი­ოს­თვის C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის ქარ­თუ­ლი მო­დე­ლი და მი­ე­მარ­თა მსოფ­ლიო ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის, შე­მო­უ­ერ­თდნენ გა­ე­როს ქარ­ტი­ას/მე­გო­ბარ­თა ჯგუფს. სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით გახ­დე­ბა პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც 2025 წლის­თვის და­ას­რუ­ლებს 21-ე სა­უ­კუ­ნის ორ მთა­ვარ ეპი­დე­მი­ას: C ჰე­პა­ტიტს და აივ/შიდსს. იგუ­ლის­ხმე­ბა C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცია და აივ/შიდსის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე (ნულ­თან ახ­ლოს) დაყ­ვა­ნა.

მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ COVID-ის მარ­თვის კლი­ნი­კურ ჯგუფს. ბოლო თვე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო ინარ­ჩუ­ნებს COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებს მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე, 3-5 გარ­დაც­ვა­ლე­ბა კვი­რა­ში, ანუ სა­შუ­ა­ლოდ 1 გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბი დღე­ში, რაც COVID ავად­მყო­ფე­ბის ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და მე­თო­დე­ბით პრო­აქ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გია. ბოლო 6 თვის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ბევ­რად, შე­უ­და­რებ­ლად ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ამე­რი­კის, ევ­რო­პის და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლომ ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა მსოფ­ლი­ო­ში მი­აღ­წია მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­დე­საც COVID იმარ­თე­ბა თით­ქმის რო­გორც რი­გით რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იგი პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­ღარ ახ­დენს ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე.

ჩვენ ვი­ნარ­ჩუ­ნებთ მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­ე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებს ძა­ლი­ან და­ბალ ნიშ­ნულ­ზე. ასე მა­გა­ლი­თად, მიმ­დი­ნა­რე 2022 წელს ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრში გა­ტა­რე­ბუ­ლი იქნა ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბით 39 ავად­მყო­ფი და ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­დარ­ჩა! ეს მა­შინ, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ამ და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ლე­ტა­ლო­ბა 10%-დან 40%-მდეა. სხვა­თა შო­რის, ქვეყ­ნის სხვა კლი­ნი­კებ­ში მოხ­ვედ­რი­ლი 8 ავად­მყო­ფი­დან 3 გარ­და­იც­ვა­ლა (37,5%).

ბა­ტო­ნო ალე­კო! გთხოვთ, გვი­თხრათ, თქვენ თუ გაქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი ქვეყ­ნის­თვის და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის იმის მე­ა­თე­დი მა­ინც, რაც ზე­მოთ ჩა­მოვ­თვა­ლეთ. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს რე­ა­ლუ­რი საქ­მე რე­ა­ლუ­რი შე­დე­გით და არა ის დი­ლე­ტან­ტურ-პო­პუ­ლის­ტუ­რი წი­აღსვლე­ბი, რე­ლი­გი­ურ-ლი­ტე­რა­ტუ­რულ და სა­მე­დი­ცი­ნო თე­მა­ზე, რომ­ლი­თაც თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ანე­ბივ­რებთ თქვენს ფანკლუბს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხად დი­თირ­ამ­ბებს გი­ძღვნი­ან.

გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, თი­თო­ე­უ­ლი მეც­ნი­ე­რის დო­ნის და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი სა­ზო­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ფას­დე­ბა ე.წ. ცი­ტი­რე­ბის ინ­დექ­სით და სხვა მსგავ­სი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით. შე­დით სხვა­დას­ხვა სის­ტე­მებ­ში: Web of Science, Scopus, Google Scholar და სხვ. და ნა­ხავთ, რომ თქვე­ნი ნაშ­რო­მე­ბის ცი­ტი­რე­ბის ინ­დექ­სი და შე­სა­ბა­მი­სად, ღი­რე­ბუ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად ჩა­მორ­ჩე­ბა ჩვენ­სას. გა­მა­გე­ბი­ნეთ, აბა რა­ტომ­ღა ხართ დიდ გულ­ზე და რა­ტომ იქებთ გა­მუდ­მე­ბით თავს? რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სუ­ლა­ჟე­რი ახა­ლი არ არის, 10 წე­ლია გაქვთ და აქამ­დე არა­ვის არა­ფერ­ში გა­მოდ­გო­მია და ახლა გახ­და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტი და მსოფ­ლი­ოს გა­დამ­რჩე­ნი? თუ მარ­თლა ფიქ­რობთ, რომ ასეა, რა­ტომ ამ­ბობთ უარს ოფი­ცი­ა­ლურ კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ზე და რა­ტომ ცდი­ლობთ მის და­ნერგვას პარ­ტი­ზა­ნუ­ლი გზე­ბით?

რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს მიერ ჩა­მოთ­ვლილ ექიმ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის სიას, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც მარ­თლაც კარ­გი ექი­მია და რომ­ლებ­საც რა­ტომ­ღაც (სრუ­ლი­ად უად­გი­ლოდ) ჩვენ გვი­პი­რის­პი­რებთ, მე მარ­ტი­ვი კო­ლე­გი­ა­ლუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო ამ სა­კითხს არ შე­ვე­ხე­ბი. თი­თო­ე­ულ პი­როვ­ნე­ბა­სა და ექიმ­ზე არ­სე­ბობს მყა­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი და თქვე­ნი ტრი­უ­კე­ბით მას ვერ შეც­ვლით”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინტერპრესნიუსი"