"ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო... არცერთი ქალი არ რეკავს პოლიციაში, როცა მარტოა უცხო ქვეყანაში" - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ამერიკაში როცა იძალადა, მაშინვე პოლიციას რატომ არ მიმართაო... არცერთი ქალი არ რეკავს პოლიციაში, როცა მარტოა უცხო ქვეყანაში" - რას წერს დოროყაშვილის ადვოკატი?

ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ანა არ­ღა­ნაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მო­სა­მარ­თლის გუ­შინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სა და ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვას მიერ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­სა­ბუ­თე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"არა­ი­უ­რის­ტე­ბის­თვის, მოკ­ლედ რომ შე­ვა­ჯა­მოთ, რა­ტომ არ და­ად­გი­ნა ძა­ლა­დო­ბა:

1. მსხვერ­პლმა და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ფო­ტო­ე­ბი რომ გა­და­ი­ღო იქ მისი სახე არ ჩან­დაო ("ფორ­მუ­ლას" ჩა­ნა­წე­რი 54-ე წუთი) - ანუ, ამის მერე, სელ­ფე­ბია სა­ჭი­რო. როცა გცე­მენ და და­ლურ­ჯე­ბას გა­და­ი­ღებთ - თან უნდა გა­ი­ღი­მოთ და “ჩიიზ” თქვათ.

2. ძა­ლა­დო­ბის მერე, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე წას­ვლის და გა­ღი­მე­ბის უნა­რი არ უნდა ჰქო­ნო­დაო (49-ე წუთი) - ანუ როცა იძა­ლა­დე­ბენ, მერე ინ­სტრუქ­ცი­აა რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ. თუ სად­მე გა­ი­ღი­მებთ, ესე­ი­გი არ გეტ­კი­ნათ და და­ი­ვი­წყეთ გა­სა­ჩივ­რე­ბა.

3. ამე­რი­კა­ში როცა იძა­ლა­და, მა­შინ­ვე პო­ლი­ცი­ას რა­ტომ არ მი­მარ­თაო ანუ, 911 -ზე რა­ტომ არ და­რე­კა. ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მი­ჭირს: ჯერ ერთი, არ­ცერ­თი ქალი არ რე­კავს პო­ლი­ცი­ა­ში, როცა შე­ში­ნე­ბუ­ლია და მარ­ტოა, უცხო ქვე­ყა­ნა­ში.

4. თუ პო­ლი­ცი­ა­ში არ მიჰ­ქონ­და ის ჩა­ნა­წე­რი, მა­შინ რა­ტომ იღებ­დაო (47-ე წუთი)- ანუ, მსხვერ­პლო ქა­ლე­ბო, არ შე­აგ­რო­ვოთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი თუ მა­შინ­ვე პო­ლი­ცი­ა­ში არ წა­ი­ღებ­თო.

5. და­ზი­ა­ნე­ბებს სას­წრა­ფოს ექიმ­მა სხვა სა­ხე­ლი (ექ­სკო­რი­ა­ცია) რომ უწო­და და ექ­სპერ­ტი­ზამ სის­ხლნაჟ­ღენ­თი - რა არის ეს ორი სა­თა­უ­რი, ეტყო­ბა, სა­ერ­თოდ ბავ­შვის უხერ­ხუ­ლად ხელ­ში ჭე­რის­გან გა­უჩ­ნდაო (59-ე).

კად­რებ­ში არ ჩანს, მაგ­რამ ვერც გა­მოვ­რი­ცხავ ასე ყო­ფი­ლი­ყოო. აქ ბავ­შვი­ა­ნებ­მა მო­ი­ფიქ­რეთ, ბავ­შვი ისე რო­გორ უნდა და­ი­ჭი­რო, რომ სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი გა­გიჩ­ნდეს.

სხვა უამ­რავ სა­ოც­რე­ბა­ზე მერე დავ­წერ.

"რამ­დე­ნად არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის­თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თვა" (47-ე წუთი) მო­სა­მარ­თლე სვამს კი­თხვას - ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას­თან თუ ოდეს­მე შე­ხე­ბა გქო­ნია, სიმ­წრით გა­გე­ცი­ნე­ბა ამა­ზე.ხან­და­ხან ჯო­ბია იუ­რის­ტი არც იყო რომ ამ მსჯე­ლო­ბის უკა­ნო­ნო­ბა ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­გო" - წერს ად­ვო­კა­ტი.

ცნო­ბის­თვის, ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, სა­სა­მარ­თლო­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი.