რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფრომაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მიაყენა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.