თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა - კვირის პალიტრა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მდგარ ერთ-ერთ ავტომანქანას დაზიანების კვალი ეტყობა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.