"იქ სულ ჩხუბია" - თვითმხილველების ინფორმაციით, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაში, სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები ფიგურირებენ - კვირის პალიტრა

"იქ სულ ჩხუბია" - თვითმხილველების ინფორმაციით, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაში, სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები ფიგურირებენ

თბი­ლის­ში, ლა­ღი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ თვითმხილ­ვე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ად­გილ­ზე მყო­ფი პი­რე­ბის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მომ­ხდარ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ად­გილ­ზე, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მის ცენ­ტრია.

"ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გე. ჩხუ­ბის ხმა არ გა­მი­გია. მე­ტა­დო­ნის ცენ­ტრი რომ მანდ არ იყოს, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. იქ სულ ჩხუ­ბია“ , - გა­ნა­ცხა­და თვითმხილ­ველ­მა.

კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბამ­დე ად­გილ­ზე ჩხუ­ბის ხმაც ის­მო­და.

"ერთი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გეთ. ფან­ჯრი­დან რომ გა­ვი­ხე­დეთ, ჩხუ­ბი და ჩოჩ­ქო­ლი იყო”, - აცხა­დებს კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

ცნო­ბის­თვის, აფეთ­ქე­ბა ლა­ღი­ძის ქუ­ჩა­ზე ცოტა ხნის წინ მოხ­და. ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109 და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც 2 ან ორ პირ­ზე მე­ტის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.