"გერმანიაში აწყობილი ცხოვრება დატოვა და უკრაინაში წამოვიდა საბრძოლველად, უზომოდ პატრიოტი იყო" - რას ჰყვებიან უკრაინაში, ომში დაღუპულ მიშა კაპლანზე? - კვირის პალიტრა

"გერმანიაში აწყობილი ცხოვრება დატოვა და უკრაინაში წამოვიდა საბრძოლველად, უზომოდ პატრიოტი იყო" - რას ჰყვებიან უკრაინაში, ომში დაღუპულ მიშა კაპლანზე?

უკ­რა­ი­ნა­ში ომს კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი შე­ე­წი­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლი მიშა ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლია (კაპ­ლა­ნი).

მებ­რძო­ლის შე­სა­ხებ მისი მე­გო­ბა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი ლაშა ბე­რუ­ლა­ვა გვე­სა­უბ­რა:

"მე და მიშა ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ბოლო მი­მო­წე­რა გუ­შინ გვქონ­და, ფრონ­ტი­დან თა­ვის ამ­ბებს და ვი­დე­ო­ებს მიგ­ზავ­ნი­და. მიშა გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი იყო. ის მე და დათო ქა­ცა­რა­ვას 2017 წელს, მა­შინ დაგ­ვი­კავ­შირ­და, როცა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბა და­ვი­წყეთ, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და და ჩვენ­თან ახლო კონ­ტაქ­ტში შე­მო­ვი­და. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ო­და, პე­რი­ო­დუ­ლად, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მო­დი­ო­და. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და და აპ­რო­ტეს­ტებ­და ოკუ­პა­ცი­ას. მიშა და­დე­ბი­თი აუ­რის ადა­მი­ა­ნი იყო და უც­ბათ შეგ­ვაყ­ვა­რა ყვე­ლას თავი, ვეხ­ვე­წე­ბო­დით, ხში­რად ჩა­მო­სუ­ლი­ყო. მას ჩვენ­თან ერ­თად ეძი­ნა ატოც­ში, იმ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და, რა­შიც ჩვენ ვი­ყა­ვით. მიშა 40 წლამ­დე ასა­კის იქ­ნე­ბო­და.

მან შეგ­ნე­ბუ­ლად გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნა­ში წა­სუ­ლი­ყო და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი­ყო. სა­ქარ­თვე­ლო­დან პირ­ვე­ლი მო­ხა­ლი­სე­თა ნა­კა­დი რომ წა­ვი­და, მათ გაჰ­ყვა და სულ იქ იყო, არ და­უ­ტო­ვია ფრონ­ტის ხაზი. რო­გორც გვი­თხრეს, მიშა დღეს ლუ­განსკთან და­ი­ღუ­პა სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვი­სას. ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ბა­ტა­ლი­ონ­ში ირი­ცხე­ბო­და, სა­დაც უმე­ტეს­წი­ლად ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან.

რო­გორც ბი­ჭე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, მათ ბა­ტა­ლი­ონს დიდი ბრძო­ლის გა­და­ტა­ნა მო­უ­წია, მიშა მაგ­რად იბ­რძო­და, წინ მი­დი­ო­და და ყელ­ში მოხ­ვედ­რია ნამ­სხვრე­ვი. ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დაგ­ვა­ტყდა თავს... (გააგრძელეთ კითხვა)