"რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი" - რას წერს მებო ნუცუბიძე ბასილაშვილზე? - კვირის პალიტრა

"რა არის საზეიმო იმაში, რომ ერთ მოძალადე კაცს ხახვივით შერჩა ყველაფერი" - რას წერს მებო ნუცუბიძე ბასილაშვილზე?

მომ­ღე­რა­ლი მებო ნუ­ცუ­ბი­ძე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩე­ზე წერს. მისი თქმით, სა­სი­ხა­რუ­ლო არა­ფე­რია იმა­ში, რომ მო­ძა­ლა­დე კაცს ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩა.

"რამ­დე­ნი­მე რამ მა­ო­ცებს და ხმა­მაღ­ლა ვი­კი­თხავ:

- რა არის სა­ზე­ი­მო იმა­ში, რომ ერთ მო­ძა­ლა­დე კაცს ხახ­ვი­ვით შერ­ჩა ყვე­ლა­ფე­რი, რაც უთ­ქვამს და რაც გა­უ­კე­თე­ბია სა­კუ­თა­რი ცო­ლის­თვის?

- თუ წა­ი­კი­თხეთ ან მო­ის­მი­ნეთ, რო­გორ ესა­უბ­რე­ბო­და ან რო­გორ ექ­ცე­ო­და ის სა­კუ­თარ ცოლს, ამის მერე, რა­ტომ ან რო­გორ მი­გაჩ­ნი­ათ ისევ კაი ტი­პად?

- თუ არ წა­გი­კი­თხავთ და არც არა­ფე­რი მო­გის­მე­ნით ამ საქ­მის შე­სა­ხებ, მა­შინ, ასე ზე­რე­ლად რა­ნა­ი­რად შე­გიძ­ლი­ათ ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ლის გამო გა­ა­მარ­თლოთ და მისი "გა­მარ­ჯვე­ბა" იზე­ი­მოთ?- ყო­ველ­თვის ქა­ლებს რა­ტომ ამ­ტყუ­ნებთ?

- ამ­დე­ნი ზი­ზღი სა­ი­დან გაქვთ?

- თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რს, თქვენს მე­გო­ბარს ან უბ­რა­ლოდ - თქვენ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ანს რომ მოქ­ცე­ო­და ვინ­მე ასე, მა­ინც და­ი­წყებ­დით სა­სა­მარ­თლოს უზე­ნა­ე­სო­ბა­ზე სა­უ­ბარს?

- რას იტყო­დით იმ ადა­მი­ან­ზე, ვინც ასე ექ­ცე­ვა ან/და ესა­უბ­რე­ბა ოჯა­ხის წევ­რს, თუკი ის ცნო­ბი­ლი და შე­და­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და?- ჩოგ­ბურთს თუ უყუ­რებთ, რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ კარ­გი ჩოგ­ბურ­თე­ლია?

- და თუ არ უყუ­რებთ, მა­შინ რა­ტომ ითავ­სებთ სა­ჩოგ­ბურ­თო ექ­სპერ­ტე­ბის როლს?- მხო­ლოდ ქა­ლე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ებ­ზე მო­ძა­ლა­დის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ენ­დო­ბით ასე ბრმად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას თუ ზო­გა­და­დაც ასე­თი მი­ა­მი­ტე­ბი ხართ?" - წერს ნუ­ცუ­ბი­ძე.