"ჩემი მეგობარი მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე? - კვირის პალიტრა

"ჩემი მეგობარი მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე?

უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ ჩემი მე­გო­ბა­რი მიშა ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე მარ­ტი­აშ­ვი­ლი და ისი­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან გმი­რუ­ლი აღ­სას­რუ­ლის შემ­დე­გაც, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც მის „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მი­ხე­ილ ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლის და ალექ­სან­დრე მარ­ტი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლე­ბი სა­მა­რა­დი­სოდ დარ­ჩე­ბა ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხე­ბის გუ­ლებ­ში.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი გმი­რი ბრძო­ლა­ში შეს­ვლის წა­მი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ ჩემი მე­გო­ბა­რი მიშა ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე მარ­ტი­აშ­ვი­ლი და ისი­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან გმი­რუ­ლი აღ­სას­რუ­ლის შემ­დე­გაც.

გმი­რებს ნუ შე­ე­ჭი­დე­ბი, სიკ­ვდი­ლო და­მარ­ცხდე­ბიო, - წე­რია ერთ ქარ­თულ ლექსში.

მი­ხე­ილ ყაფ­ლა­ნიშ­ვილ­თან და ალექ­სან­დრე მარ­ტი­აშ­ვილ­თან ბრძო­ლა­ში სიკ­ვდი­ლი და­მარ­ცხდა, რად­გან მათი სა­ხე­ლე­ბი სა­მა­რა­დი­სოდ დარ­ჩე­ბა ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხე­ბის გუ­ლებ­ში. დი­დე­ბა გმი­რებს!“- აღ­ნიშ­ნავს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

გუ­შინ უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი - მი­ხე­ილ ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე მარ­ტი­აშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ 22 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია და­ღუ­პუ­ლი.