როგორ ცხოვრობს ყოფილი პირველი ლედის მოსახელე, ნანული შევარდნაძე ამერიკაში - ექსპრეზიდენტის შვილიშვილის მრავალფეროვანი ინტერესები და გზა პარიზიდან ნიუ-იორკამდე - კვირის პალიტრა

როგორ ცხოვრობს ყოფილი პირველი ლედის მოსახელე, ნანული შევარდნაძე ამერიკაში - ექსპრეზიდენტის შვილიშვილის მრავალფეროვანი ინტერესები და გზა პარიზიდან ნიუ-იორკამდე

24 წლის ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის უმ­ცრო­სი შვი­ლიშ­ვი­ლია. გო­გო­ნა პა­რიზ­ში და­ი­ბა­და და მას ბე­ბი­ის სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. ნა­ნუ­ლი პა­რიზ­ში გა­ი­ზარ­და, მშობ­ლებ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში წლე­ბი ცხოვ­რობ­და და უფ­რო­სი და-ძმის­გან გან­სხვა­ვე­ბით წლე­ბია არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ქარ­თულ მე­დი­ა­ში. მას­ზე მხო­ლოდ და, სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე სა­უბ­რობ­და, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ ის სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­და.

nanulishevardnadze-3-43028-1666454249.jpg

გო­გო­ნა 4 წლის იყო, რო­დე­საც ბა­ლე­ტით და­ინ­ტე­რეს­და. კარ­გად ხა­ტავ­და, უყ­ვარ­და ცხენ­ზე ჯი­რი­თი და გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა. ნა­ნუ­ლის უყ­ვარს სე­ირ­ნო­ბა ელი­სეს მინ­დვ­რებ­ში და ლუქ­სემ­ბურ­გის ბაღ­ში.

"ყვე­ლა­ზე მე­ტად მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­და და გავ­ხდე­ბი კი­დეც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა ცდი­ლობს გა­და­მარ­წმუ­ნოს", - ამ­ბობ­და ის წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. რო­გორც ჩანს, პა­ტა­რა ნა­ნუ­ლიმ ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა.

nanulishevardnadze-16-42975-1666454249.jpg

ზრდას­რულ ასაკ­ში უფ­რო­სი დის, სო­ფი­კოს მსგა­ვა­სად, ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­და და სტა­ჟი­რე­ბა საფ­რან­გეთ­ში, "ევ­რო­პა 1-ზე" გა­ი­ა­რა. თუმ­ცა მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ პრო­ფე­სი­ად მა­ინც მსა­ხი­ო­ბო­ბა იქცა.

nanulishevardnadze-6-43012-1666454249.jpg

ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი მსა­ხი­ო­ბი და მწე­რა­ლი ნიუ-იორკში, ეს ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძის რე­გა­ლი­ე­ბია. გო­გო­ნამ NYU Tisch-ის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა და დრა­მა­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­მე­ფო აკა­დე­მია და­ამ­თავ­და. მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა შედ­გა და მან ლონ­დო­ნის ეროვ­ნულ თე­ატ­რში არა­ერთ სპექ­ტაკლში ითა­მა­შა. მისი ყვე­ლა დრო­ის ინ­სპი­რა­ცი­აა მსა­ხი­ო­ბე­ბი ფიბი უო­ლერ-ბრი­ჯი და მი­ქა­ე­ლა კო­ე­ლი, საყ­ვა­რე­ლი რე­ჟი­სო­რი კი პედ­რო ალ­მა­დო­ვა­რია. (გააგრძელეთ კითხვა)