ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - კვირის პალიტრა

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ბინაში 75 წლამდე ასაკის ქალი იმყოფებოდა. ის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას სამედიცინო კვლევები უტარდება.

likani2-1666458101.jpg

კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შენობა შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება.

ფოტოებს ტელეკომპანია "ბორჯომი'' ავრცელებს.