"კამერებს რომ ვხედავ ცუდად ვხდები... " - რას საქმიანობს და როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი სერიალის გმირი "მარეხი" - კვირის პალიტრა

"კამერებს რომ ვხედავ ცუდად ვხდები... " - რას საქმიანობს და როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი სერიალის გმირი "მარეხი"

პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის სე­რი­ა­ლი "ძი­ლის წინ" სტუ­დია "აუ­დი­ენ­ცი­ამ" 2000 წელს გა­და­ი­ღო, რე­ჟი­სო­რი - ოთარ შა­მა­თა­ვა. სე­რი­ა­ლი სამი წელი ყო­ველ­დღი­უ­რად გა­დი­ო­და ეთერ­ში და დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟი მა­რი­ა­ნა ნი­ნი­აშ­ვი­ლის გმი­რი - მა­რე­ხი იყო, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­იყ­ვა­რა და დღემ­დე ახ­სოვს... მა­რი­ა­ნა ნი­ნი­აშ­ვი­ლი დიდი ხა­ნია ჩა­მოს­ცილ­და თა­ვის პრო­ფე­სი­ას... ამ­ჟა­მად სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობს. ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვის სამ­სა­ხუ­რი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის გვერ­დი­თაც უწევს დრო­ის დიდი ნა­წი­ლის გა­ტა­რე­ბა...

უფრო მე­ტის გა­სა­გე­ბად თა­ვად მსა­ხი­ობს ვე­სა­უბ­რეთ...

- დიდი დრო, ოცი წელი გა­ვი­და, რაც სე­რი­ა­ლი ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­დი­ო­და... თუმ­ცა დღე­საც ახ­სოვს ხალ­ხს პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­იყ­ვა­რა...

- დიახ, დღემ­დე მხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სე­რი­ა­ლი ახ­სოვთ და ამ­ბო­ბენ, ყო­ველ­დღე გი­ყუ­რებ­დით, ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე გვა­ყე­ნებ­დი­თო... ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ძა­ლი­ან დიდი სით­ბო­თი რომ იხ­სე­ნე­ბენ. მგო­ნი, სე­რი­ალს ყვე­ლა უყუ­რებ­და, რად­გან სხვა არ­ხე­ბი ნაკ­ლე­ბად იყო და არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც შე­სა­ბა­მი­სად... სე­რი­ა­ლიც ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი იყო, სა­უ­კე­თე­სო შე­მად­გენ­ლო­ბა ჰყავ­და. უფ­რო­სი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი.

- უფ­რო­სი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბებ­ზე რომ გვი­თხრათ...

- სე­რი­ალ­ში მარ­თლაც ლე­გენ­და მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მე მათ ფილ­მებ­ზე, სექ­ტაკ­ლებ­ზე გა­ვი­ზარ­დე... - მე­დეა ჩა­ხა­ვა, იმე­და კა­ხი­ა­ნი, გუ­რან­და გა­ბუ­ნია, ლეო ან­თა­ძე, დიმა ჯა­ი­ა­ნი, ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი... ახალ­გაზ­რდე­ბი­დან - მალ­ხაზ ქვრი­ვიშ­ვი­ლი, გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე, ეკა კა­ხი­ა­ნი, ია ფა­რუ­ლა­ვა... ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­და, რად­გან სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სე­რი­ა­ლი იყო და სი­ტუ­ა­ცი­უ­რად იმ პე­რი­ო­დის­თვის ძა­ლი­ან თბი­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი, სა­დაც არა­ნა­ი­რი ბო­რო­ტე­ბა არ არ­სე­ბობ­და. პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რულ­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, მე­ზობ­ლო­ბა­ზე, მე­გობ­რო­ბა­ზე იყო აგე­ბუ­ლი... იმ­დე­ნად მძი­მე წლე­ბი იყო, შუქი მო­სახ­ლე­ო­ბას გრა­ფი­კით მი­ე­წო­დე­ბო­და და ამ დროს ეს სე­რი­ა­ლი მარ­თლაც ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი იყო.

- პი­რა­დად თქვენ­თვის რას ნიშ­ნავ­და სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი სამი წელი იყო. ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ისეთ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი, სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის მას­ტერკლა­სი გა­ვი­ა­რე. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდი­სა, ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა - 24 წლის ვი­ყა­ვი და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იყო ასე ვთქვათ, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. თან ასეთ სა­ი­მი­ჯო და პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში...თა­ვი­დან ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, რად­გან არც ცნო­ბი­ლი ვი­ყა­ვი და არც რამე სტა­ტუ­სი მქონ­და. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი სულ რა­ღაც ორი წლის დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მი­მი­ღეს და ამას უზარ­მა­ზა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. (გააგრძელეთ კითხვა)