სამ­ტრე­დი­ა­ში 23 წლის გოგო  გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა - კვირის პალიტრა

სამ­ტრე­დი­ა­ში 23 წლის გოგო  გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა

სამ­ტრე­დი­ა­ში 23 წლის გოგო გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგომ ოპე­რა­ცია ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში 4 დღის წინ გა­ი­კე­თა. ის სახ­ლში იყო გაწერილი, თუმცა წუ­ხელ სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, რა დრო­საც ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს.

23 წლის გოგო კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­რ მო­ხერ­ხდა.

გლანდების ოპერაცია კლინიკა "გიდში" ჩატარდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპე­რა­ცი­ამ­დე პაციენს ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვე­ბი. მათივე ინფორმაციით, ოპე­რა­ცი­ას არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, გო­გო­ნა კლი­ნი­კა­ში და­ყოვ­ნდა ერთი დღე და მე­ო­რე დღეს ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ე­წე­რა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლი­ად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყო.

მათივე ინფორმაციით, ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. კლი­ნი­კაც და ექი­მიც გამოძიებასთან თანაამშრომლობენ