მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა - კვირის პალიტრა

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა

თბილისში, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარი ფაქტის გამო, მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია და მგზავრებს ვერ ემსახურება.

ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია, გადარჩა თუ არა მგზავრი.

„თავისუფლების მეტროში“ მგზავრი ჩავარდა, აღნიშნულის გამო, ძაბვა მოხდა. მეტროს პირველი ხაზი სრულად გაჩერებულია, ამ ეტაპზე მოძრაობა შეჩერებულია ვარკეთილი-ახმეტელის ხაზზე. საბურთალოს ხაზი ჩვეულებრივ მუშაობას. როგორც ამბობენ, მგზავრი გადარჩა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ცოტა ხანში მგზავრს ამოიყვანენ და მოძრაობა შემდგომ აღდგება“, - აცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენში.

"ინტერპრესნიუსი"