"ეგე­თი ქა­ლე­ბი ცოტა "ძა­ა­ან" ტყუ­ი­ლად იჭა­ჭე­ბით... გეტყვით, თუ მიიღებთ რჩევას ჩემნაირი "არაქალისგან" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"ეგე­თი ქა­ლე­ბი ცოტა "ძა­ა­ან" ტყუ­ი­ლად იჭა­ჭე­ბით... გეტყვით, თუ მიიღებთ რჩევას ჩემნაირი "არაქალისგან" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტა­ბუ­ლას" რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით წერს:

"მე მგო­ნია, რომ ვინც ბა­სი­ლაშ­ვილს ამარ­თლებს, იმის­თვის ცხოვ­რე­ბის წე­სია ქა­ლის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან როლ­ში ყოფ­ნა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ატა­ნა.

ერ­თია იკა­მა­თო, იყო თუ არა საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის ბრა­ლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. მაგ­რამ, მე­ო­რეა მისი გა­მარ­თლე­ბა.ვინც ამარ­თლებს, რომ წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ასე­თი ქცე­ვა მო­სუ­ლა, თა­ვად ცხოვ­რობს ასე­თი­ვე შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი, თვი­თი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­დენს ასე­თი ცხოვ­რე­ბის წეს­თან და ბრა­ზობს, რომ სხვა არ ეგუ­ე­ბა იმას, რაც თა­ვად ნორ­მა ჰგო­ნია.

პ.ს. ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი რჩე­ვე­ბი არ მიყ­ვარს, ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს.მაგ­რამ ეს ისე ზუს­ტად ვიცი, რომ თა­ვი­სუფ­ლად გე­ტყვით ქა­ლებს, თუ მი­ი­ღებთ ჩემ­ნა­ი­რი “არა­ქა­ლის­გან”: არ მოს­წონთ კა­ცებს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან როლს რომ თან­ხმდე­ბი­ან ეგე­თი ქა­ლე­ბი ცოტა ძა­ა­ან ტყუ­ი­ლად იჭა­ჭე­ბით.

მშვი­დად არი­ან თქვენ­თან, უსაფრ­თხოდ - მაგ­რამ თვა­ლი სხვა­ზე უჭი­რავთ", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.