"ეს პირადი პროექტია, ნულიდან ვაშენებ სახლს ჩემი ოჯახისთვის, სინათლის ჩამრთველიც კი, ჩემი დიზაინით კეთდება" - კვირის პალიტრა

"ეს პირადი პროექტია, ნულიდან ვაშენებ სახლს ჩემი ოჯახისთვის, სინათლის ჩამრთველიც კი, ჩემი დიზაინით კეთდება"

დემნა გვასალიამ ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ქართველი დიზაინერი საკუთარი კარიერის შესახებ საუბრობს:

„პოპულარობა საშიშია. როცა იცი, რომ ნებისმიერი რამ რასაც გამოუშვებ, გაიყიდება. დღემდე მაქვს განცდა, რომ მოდის სხვა პლანეტაზე ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდუსტრიის ცენტრში ვარ.

მოდა მიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში ისეთი რაღაცები მინახავს, ზოგჯერ მოდა უბრალოდ სულერთია.

პარიზში ცხოვრება ჩემთვის ძალიან დამღლელი იყო. საერთაშორისო მოდის დედაქალაქში ხარ და თან მოდაში მუშაობ. ნორმალური ფუნქციონირებისთვის დამჭირდა, რომ პარიზიდან გადავსულიყავი. შვეიცარია სამოთხესავითაა, მომწონს აქ ცხოვრება. რაც შვეიცარიაში გადმოვედი, პარიზიც უფრო შემიყვარდა. ახლა თვეში მხოლოდ ერთხელ მიწევს პარიზში ჩასვლა და უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ იქ ყოფნით, ვიდრე მანამდე“, - ამბობს დიზაინერი.

კარიერის შემდეგ დემნამ პირად ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზეც ისაუბრა.

„არქიტექტურა ძალიან მაინტერესებს. ახლა ვმუშაობ ერთ პროექტზე. ეს პირადი პროექტია, ნულიდან ვაშენებ სახლს ჩემი ოჯახისთვის, სინათლის ჩამრთველიც კი, ჩემი დიზაინით კეთდება. ასეთი შეხება არქიტექტურასთან აქამდე არასდროს მქონია.“ - ამბობს გვასალია.