"კი არ გაამართლა, დაამტკიცა რაც შეუძლია" - რას ჰყვება ბადრი კვარაცხელია ხვიჩაზე? - კვირის პალიტრა

"კი არ გაამართლა, დაამტკიცა რაც შეუძლია" - რას ჰყვება ბადრი კვარაცხელია ხვიჩაზე?

ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ყოფილმა ფეხბურთელმა, ბადრი კვარაცხელიამ, რომელიც ოჯახთან ერთად იტალაიში იმყოფება, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნეპოლელთა ქართველი გარემარბის შესახებ ისაუბრა:

"როცა "ნაპოლის" სტადიონის ტრიბუნებზე ხარ და შენს გვარს 60 ათასი გულშემატკივარი სკანდირებს, ამ გრძნობის გადმოცემა შეუძლებელია. მითუმეტეს, საქართველოს ჩემპიონატიდან წამოსული ფეხბურთელი ასე რომ ითამაშებს...

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ხვიჩა თავიდანვე ამას შეძლებდა. მან კი არ გაამართლა, დაამტკიცა რაც შეუძლია...

გუნდში ჯგუფები არ არის, ერთიანობაა. მეგობრული დამოკიდებულება იგრძნობა. ლუჩანო სპალეტის ფეხბურთელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს...

ხვიჩა დილის 8 საათზე ვარჯიშზე მიდის.

დაახლოებით 14:00 საათვისთვის დაღლილი ბრუნდება და ისვენებს. ერთი დღე ჰქონდა დასვენება და ქალაქში გავისეირნეთ...

ჩვენთან კონტრაქტის გახანგძლივებაზე ჯერ არავის უსაუბრია. ამ ეტაპზე, ხვიჩა ამაზე არც ფიქრობს, მხოლოდ თამაშებზეა გადართული...

ხვიჩა გამოხმაურებებს ეცნობა, თუმცა მასზე ეს საერთოდ არ მოქმედებს."

sportall.ge