"მიხარია, რომ ჩემი შვილი ამ ატმოსფეროში იზრდება...“ - ბერა ივანიშვილი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"მიხარია, რომ ჩემი შვილი ამ ატმოსფეროში იზრდება...“ - ბერა ივანიშვილი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილი ბრაზილიიდან მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შვილთან, ბერუკასთან ერთად საფეხბურთო კლუბის - „ფლამენგოს“ ფორმაშია გამოწყობილი. მისი თქმით, მსოფლიოში არსად უნახავს ისეთი სიყვარული და დამოკიდებულება ფეხბურთისადმი, როგორც ბრაზილიაში.

„ერთ-ერთი, რითაც ბრაზილიაში ყველაზე მეტად ვარ აღფრთოვანებული, არის ფეხბურთისადმი სიყვარული. მე არასდროს მინახავს ეს არსად მთელ მსოფლიოში. მიხარია, რომ ჩემი შვილი იზრდება ამ ზეიმისა და ერთიანობის ატმოსფეროში. ის უკვე პატარა დიდი „ფლამენგოა“. ვულოცავ გამარჯვებას“ - წერს ივანიშვილი.