"ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ქალი - კვირის პალიტრა

"ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი ქალი

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ქალი, კარ­ლო­ტა ელე­ნა ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­თლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და "ინ­სტაგ­რამ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"რო­გორც ქა­ლის­თვის, ჩემ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია იმის ნახ­ვა, რაც პა­რას­კევს გა­უ­კე­თეს იმ ქა­ლებს, რომ­ლებ­მაც რე­ა­ლუ­რად გა­და­ი­ტა­ნეს ის, რაც ვი­ღა­ცამ ვი­თომ გა­ნი­ცა­და.

ვწუხ­ვარ ყვე­ლა იმ ქა­ლის გამო, რომ­ლე­ბიც იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი არი­ა­ან სა­სა­მარ­თლოს შე­დე­გით, ქა­ლე­ბის გამო, რომ­ლებ­საც გა­უჩ­ნდათ გან­ცდა, რომ მათ აღარ მო­უს­მე­ნენ.

ქალ­მა წა­ა­გო სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ იმი­ტომ კი არა რომ ის ქა­ლია, არა­მედ იმი­ტომ, რომ ის სი­მარ­თლეს არ ამ­ბობს, ის ვი­ღაც სხვის ის­ტო­რი­ას ყვე­ბა.

თუ შენ მოყ­ვე­ბი ნამ­დვილ ამ­ბავს, შენ მო­გის­მე­ნენ, შენ­სას გა­ი­გე­ბენ“, - წერს კარ­ლო­ტა ელე­ნა.

ცნო­ბის­თვის, ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, სა­სა­მარ­თლო­ზე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი.ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ საქ­მე­ზე 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვლი­ეს, მათ შო­რის, და­კი­თხნენ რო­გორც დაც­ვის მხა­რის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი. ასე­ვე, ბრალ­დე­ბის მხა­რე გან­მარ­ტავ­და, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა ზუს­ტად თან­ხვედ­რა­ში იყო საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან.

სა­პი­რის­პი­როს აცხა­დებ­და დაც­ვის მხა­რე. ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არც ფი­ზი­კურ და არც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

ambebi,ge