"თამადა" - რას პასუხობს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი შემსრულებელი ნოდარ ლადარიას კრიტიკას და რა აკავშირებს სოსო პავლიაშვილთან? - კვირის პალიტრა

"თამადა" - რას პასუხობს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი შემსრულებელი ნოდარ ლადარიას კრიტიკას და რა აკავშირებს სოსო პავლიაშვილთან?

უკვე მე­ო­რე წე­ლია, რაც ქარ­თულ მუ­სი­კა­ლუ­რი სამ­ყა­რო­ში ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "თა­მა­და“ გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ელექტრო­ნულ მუ­სი­კი­სა და თბი­ლი­სუ­რი ბა­ი­ა­თე­ბის ერ­თგვა­რი ნა­ზა­ვია. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლაშა ჩხა­პე­ლია, იგი­ვე "თა­მა­დაა". ლა­შას მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში როკ-ენ-როლ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ხოლო 2015 წელს ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის შექ­მნა და­ი­წყო. ცხოვ­რობ­და რი­გა­ში, შემ­დეგ კი - ბერ­ლინ­ში, Tamada-ს შექ­მნის იდე­აც სწო­რედ იქ და­ი­ბა­და.

"ბავ­შვო­ბა­ში, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში, სულ ორი აუ­დიო - კა­სე­ტა მქონ­და. ერთი იყო სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და მე­ო­რე ლე­ი­ლა. ლე­ი­ლას მოს­მე­ნა ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებ­და. მა­შინ ალ­ბათ 8–9 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს გა­ვე­ქე­ცი, იყო რო­კის პე­რი­ო­დი, შემ­დეგ ლატ­ვია, გერ­მა­ნია და კლუ­ბუ­რი მუ­სი­კა. ისევ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო, ხში­რად ქარ­თვე­ლებს გვგო­ნია, რომ ქარ­თუ­ლი აპ­რი­ო­რი ცუ­დია. თით­ქოს პრე­ტენ­ზია გვაქვს გლო­ბა­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვი­ყოთ და იმა­ვე დროს ქარ­თვე­ლე­ბი, ქარ­თუ­ლი ცალ­კეა და ჩვენ - ცალ­კე.“ - ამ­ბობ­და ლაშა allart.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"თა­მა­დას“ კონ­ცერ­ტე­ბი ყო­ველ­თვის ანშლა­გით მი­დის, ჰყავთ ყვე­ლა თა­ო­ბის მსმე­ნე­ლი, მათ შო­რის ბევ­რი უცხო­ე­ლიც არის. ორი დღის წინ ფი­ლო­სო­ფოსმა ნო­დარ ლა­და­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯგუ­ფის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი და­წე­რა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ნო­დარ ლა­და­რია:

"ახ­ლა­ხან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა გა­ვა­კე­თე... "ფრენ­დის“ პოს­ტი­დან გა­ვი­გე, რომ არ­სე­ბობს ასე­თი მომ­ღე­რა­ლი - "თა­მა­და". დავ­ძებ­ნე "იუ­თუბ­ში". აღ­სრულ­და!

სა­ბო­ლო­ოდ შე­უ­რიგ­და ერ­თმა­ნეთს და მკვიდ­რად შე­დუ­ღაბ­და ორი თით­ქოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რამ: შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა უბად­რუ­კო­ბა და პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბის სი­დი­ა­დე. ჯამ­ში მი­ვი­ღეთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი, მწვერ­ვა­ლი. ეს არის ჩვე­ნი ზღვა­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის აპო­თე­ო­ზი!

რა გო­ე­თეს თარ­გმა­ნი და რა აღ­მო­სავ­ლუ­რი რე­ნე­სან­სი? - ახლა უკვე შეგ­ვიძ­ლია დავ­მშვიდ­დეთ და თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ მო­მა­ვალს: პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კა და კულ­ტუ­რა სწო­რედ "თა­მა­დის" დო­ნე­ზე იპო­ვის თა­ვის მაქ­სი­მუმს. შეგ­ვიძ­ლია არ­ხე­ი­ნად მი­ვა­ტო­ვოთ ამაო ტან­ჯვა".

ნინ­ჩო და ცი­უ­რა ერ­თად სძო­ვენ მის ბან­ჯგვლი­ან ღიპ­ზე".

ერთ-ერთი, ვინც ლა­და­რი­ას პოს­ტი კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სა პუბ­ლი­ცის­ტი და ჟურ­ნა­ლის­ტი გია ხა­დუ­რია. მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ "სა­ტო­პ­კეს“ აუ­წევს თუ გა­ი­გე­ბენ, რომ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი მისი ბი­ძაა.

გია ხა­დუ­რი:

"თა­მა­დას" შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი რე­ცენ­ზია სტა­ტუ­სე­ბი წა­ვი­კი­თხე, და მოვ­კვდი სი­ცი­ლით, თვი­თო­ნაც ბევ­რს იცი­ნის. არ შევ­მცდარ­ვარ მოკ­ლედ მაგ კაც­ში. ახლა "სა­ტო­პ­კეც“ უნდა აგი­წი­ოთ მა­გი­ნებ­ლებს, იცით რომ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი მისი ბი­ძაა? ახლა უკვე ლე­გი­ტი­მუ­რა­დაც შე­უ­ტევთ, და სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის უზე­ნა­სე­ო­ბა­შიც უფრო დარ­წმუნ­დე­ბით".

ambebi.ge ლაშა ჩხა­პე­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და და პრო­ექ­ტის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე ორ­დღი­ან დის­კუ­სი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი სთხო­ვა. რო­გორც გვი­თხა, მომ­ხდა­რის გამო ნა­წყე­ნიც კია, რომ და­აგ­ვი­ა­ნეს და აქამ­დე არა­ვინ გა­აკ­რი­ტი­კა...

ლაშა ჩხა­პე­ლია ("თა­მა­და"):

- მიკ­ვირს და ნა­წყე­ნი ვარ, აქამ­დე რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, და­აგ­ვი­ა­ნეს... მომ­წონს ყუ­რა­დღე­ბა...

- გწყინთ ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი?

- არა, წყე­ნის მო­მენ­ტე­ბი გა­მიქ­რა... გააგრძელეთ კითხვა