"ყველაზე მეტად შვილების გამო მიჭირს..." - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად შვილების გამო მიჭირს..." - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას

"მთა­ვა­რი ჩემ­თვის ისაა, რა­ტომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი - ცხა­დია, რომ არის - ვიხ­დი სას­ჯელს, რო­მე­ლიც არ მე­კუთ­ვნის და ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა მაძ­ლი­ე­რებს",- ამის შე­სა­ხებ "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მისი, კა­ხა­ბერ და­მე­ნი­ა­სა და ზუ­რაბ იაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბოლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გვა­რა­მი­ას თქმით, თა­ვად თა­ვი­სუ­ფა­ლია და ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს სხვი­სი და ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. მან სა­კუ­თარ გა­მოს­ვლა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც ახ­სე­ნა და თქვა, რომ "სა­ა­კაშ­ვი­ლი გაძ­ლე­ბა­ზეა“."ზოგ­ჯერ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა ხოლ­მე, რომ ჩემს სა­ნა­ხა­ვად მო­დი­ან რო­გორც ზო­ო­პარკში ეგ­ზო­ტი­კუ­რი ჟი­რა­ფის. ვის­მენ ხოლ­მე ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც, ჩემ­თან შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­უბ­რე­ბი­და­ნაც - რო­გორ კარ­გად უძ­ლებ და რო­გორ ზი­ხარ. არ მე­გო­ნა თუ ცხოვ­რე­ბა­ში ამას მო­ვის­მენ­დი. მიკ­ვირს, რომ ასე ფიქ­რო­ბენ, რად­გან ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა იყოს სხვა­ნა­ი­რად.

მე არ ვუძ­ლებ, ვიხ­დი სას­ჯელს. სას­ჯელს, რო­მე­ლიც არ მე­კუთ­ვნის და მაძ­ლი­ე­რებს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ მე ეს სას­ჯე­ლი არ მე­კუთ­ვნის. ის, რომ ამას ვუძ­ლებ, რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია. მე თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­სა­პო­ვე­ბე­ლი არ მაქვს. თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მე ვიბ­რძვი სხვი­სი და ჩემი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ის, რომ მე ასე ვუძ­ლებ, ჩემი ბრძო­ლის ფორ­მაა.

ამ თვე­ებ­ში ბრძო­ლის სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად მაქვს, ამი­ტომ ვიბ­რძვი ისე, რო­გორც შე­მიძ­ლია, რო­გორც ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იბ­რძო­დეს ოთხ კე­დელს შო­რის უსა­მარ­თლოდ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი. ჩემი ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. ვა­კე­თებ იმას, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დი, უბ­რა­ლოდ სხვა­ნა­ი­რად. ამი­ტომ მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის გაძ­ლე­ბა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი სიკ­ვდილს ებ­რძვი­ან, რო­გორც, მა­გა­ლი­თად მიშა. ის მი­იყ­ვა­ნეს იქამ­დე, რომ გაძ­ლე­ბა­ზეა, რად­გან ადა­მი­ა­ნი უმ­ძი­მე­სად ავა­დაა. მო­ვი­კი­თხავ მას და ვთხოვ, რომ გა­მაგრდეს და პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბას მი­ხე­დოს. ის ცო­ცხა­ლი არა მხო­ლოდ მის ოჯახს სჭირ­დე­ბა.

სიკ­ვდი­ლის გარ­და ყვე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბა ფა­სე­უ­ლია, სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რაც ჩემ თავს ხდე­ბა. არა­ვინ იფიქ­როს, რომ მე იქ ყოფ­ნა მომ­წონს ან მარ­ტი­ვია შვი­ლე­ბის, ცო­ლის, მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა. ყვე­ლა­ზე მე­ტად შვი­ლე­ბის გამო მი­ჭირს და ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ღელ­ვებს, რომ ისი­ნი ღე­ლა­ვენ ამა­ზე და ეს რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნია. სო­ფოს ვხე­დავ მა­ინც, თუმ­ცა შე­ხე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ნიკა გვა­რა­მი­ას, კა­ხა­ბერ და­მე­ნი­ა­სა და ზუ­რაბ იაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბოლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მის შემ­დეგ, მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გია გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად სა­თათ­ბი­როდ გავა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი აქვს რო­გორც ბრალ­დე­ბის, ასე­ვე დაც­ვის მხა­რეს. ად­ვო­კა­ტე­ბი გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს ითხო­ვენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი, ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში რო­გორც ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე, ზუ­რაბ იაშ­ვი­ლის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას ითხოვს.

პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ ნიკა გვა­რა­მია და კა­ხა­ბერ და­მე­ნია დამ­ნა­შა­ვედ ცნო, ზუ­რაბ იაშ­ვი­ლი კი გა­ა­მარ­თლა.

ნიკა გვა­რა­მია სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა. ნიკა გვა­რა­მია ცნო­ბი­ლი იქნა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ორ ეპი­ზოდ­ში, რო­მე­ლიც "პორ­შე­სა" და 6 მი­ლი­ონ 700 000 ლა­რის გაფ­ლან­გვის ეპი­ზოდს ეხე­ბო­და.

"ინტერპრესნიუსი"