"გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით" - რას აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - კვირის პალიტრა

"გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით" - რას აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

ჩვენ გავაჟღერეთ შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი კუთხიდან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ ზოგიერთი ქართველი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.

„მთავრობების ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია. მათ შექმნეს უკუსვლა საქართველოს ხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროკავშირის უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ. ამ ქმედებებმა - რომლებმაც შეგვაშფოთა, გამოიწვია პოლარიზაციის გაღრმავება ქართულ საზოგადოებაში და არა ქვეყნის გაერთიანება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო. არსებობს პოლარიზაციის ხარისხი, რაც არ არის გამოსადეგი ქვეყნისთვის. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებისთვის“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, აშშ აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან, რათა განხორციელდეს რეფორმები, რომლებიც საჭიროა მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად.

„მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

IPN