"დელიკატო"-ს წარმატების ისტორია - კვირის პალიტრა

"დელიკატო"-ს წარმატების ისტორია

როცა ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბის ოქ­როს წე­სებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ჩა­მო­ნათ­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მოვკრავთ ყურს იღ­ბალს, ფი­ნან­სებს ან გავ­ლე­ნი­ან გა­რე­მოც­ვას. თუმ­ცა ირ­გვლივ თუ მი­მო­ვი­ხე­დავთ, ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბის უამ­რავ მა­გა­ლითს შევ­ხვდე­ბით, როცა ამ წარ­მა­ტე­ბის მიღ­მა არც გავ­ლე­ნი­ა­ნი წრე, არც მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი და არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იღ­ბა­ლი დგას, არა­მედ მხო­ლოდ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, მტკი­ცე ხა­სი­ა­თი და უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნის ამ­ბი­ცია. და­ვით ზა­ქა­რა­ი­აც ამ თვი­სე­ბე­ბის და ზურგჩან­თა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რა­დი ნივ­თე­ბის ამა­რა წა­მო­ვი­და აფხა­ზე­თი­დან ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად.

ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის იდე­აც დევ­ნი­ლო­ბა­ში გაჩ­ნდა მცი­რე­დი და­ნა­ზო­გის და ენ­თუ­ზი­აზ­მის ხარ­ჯზე. ასე და­ი­ბა­და კომ­პა­ნია დე­ლი­კა­ტო.

ომე­ბის შემ­დგო­მი სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას ემ­სგავ­სე­ბა ევ­რო­პუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით. ამ წე­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი თუ პი­რა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და წვე­უ­ლე­ბე­ბის გა­მარ­თვა შვე­დუ­რი მა­გი­დით თუ ფურ­შე­ტით.

და­ვით­მა სწრა­ფად ამო­იც­ნო ამ ტი­პის სერ­ვის­ზე მზარ­დი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი და აგერ უკვე 17 წე­ლია წარ­მა­ტე­ბით უძღვე­ბა კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დამ­კვე­თე­ბის ფურ­შე­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უს­წრა­ფეს ვა­დებ­ში და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით.

თა­ვი­დან თუ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ნის ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იქ­მნე­ბო­და კერ­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ კლი­ენ­ტებს მი­ე­წო­დე­ბო­დათ, დღეს კომ­პა­ნია თბი­ლი­სის შუ­ა­გულ­ში სა­წარ­მოო ფართს ფლობს და დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით მრა­ვალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ლან­ჩით და ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის ფურ­შე­ტე­ბით ამა­რა­გებს.

კვე­ბის ინ­დუსტრია სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. კონ­კუ­რენ­ცია მა­ღა­ლია, ამი­ტომ სუს­ტი მო­თა­მა­შე­ე­ბი პო­ზი­ცი­ებს დიდ­ხანს ვერ ინარ­ჩუ­ნე­ბენ. დე­ლი­კა­ტო კი მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. მის წარ­მა­ტე­ბას პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი გა­ნა­პი­რო­ბებს. ამ სა­კი­თხში კომ­პრო­მი­სე­ბი არ არ­სე­ბობს. საკ­ვე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბაც კი უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით და ეკო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით.

bpn-2-1666689715.jpg

თუმ­ცა ბიზ­ნეს ალ­ღოს და ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბის გვერ­დით კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბას გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბაც წარ­მო­ად­გენს. და­ვი­თი ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობს არ ჩა­მორ­ჩეს ბიზ­ნე­სის მარ­თვის სი­ახ­ლე­ებს და თა­ნა­მედ­რო­ვე პრინ­ცი­პებს. ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა მისი ჩარ­თვა BPN Georgia-ს პროგ­რა­მა­ში, რის ფარ­გლებ­შიც ის ეს­წრე­ბა ბიზ­ნეს სე­მი­ნა­რებს, იღებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კონ­სულ­ტა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი და შვე­ი­ცა­რე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი­სა­გან და ამ­ყა­რებს სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტებს სხვა ბიზ­ნე­სებ­თან BPN Georgia-ს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით.

bpn-1-1666689745.jpg

bpn-3-1666689758.jpg

დე­ლი­კა­ტოს შე­უძ­ლია შექ­მნას გემ­რი­ე­ლი დღე­სას­წა­უ­ლი და და­ამ­სხვრი­ოს სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ბიზ­ნე­სის კე­თე­ბას სჭირ­დე­ბა ფული, გა­რე­მოც­ვა და იღ­ბა­ლი. და­ვით ზა­ქა­რა­ი­ას წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა ეფუძ­ნე­ბა საქ­მის უან­გა­რო სიყ­ვა­რულს, სწორ მე­ნე­ჯმენტს, სა­ყო­ველ­თაო კე­თილ­დღე­ო­ბის შექ­მნის მცდე­ლო­ბას სხვე­ბის და­საქ­მე­ბის ხარ­ჯზე და იმედს, რომ ერთ დღე­საც დე­ლი­კა­ტოს და მსგავ­სი ბიზ­ნე­სე­ბის წყა­ლო­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბას წინ აღა­რა­ფე­რი აღუდ­გე­ბა.

BPN Georgia-ს გუნ­დი წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს და­ვითს!

თუ თქვენც გსურთ გახ­დეთ ფონ­დი BPN Georgia-ს პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე და­რე­გის­ტრირ­დით ბმულ­ზე https://bit.ly/3RrAQIa ან დაგ­ვი­კავ­შირ­დით ნო­მერ­ზე 599 87 93 41.

NS