როგორ შეურიგდა მანჩინი კვარაცხელიას [ჟესტი, რომლის გამოც ოლიმპიკოს პუბლიკამ ხვიჩას ტაში დაუკრა ] - კვირის პალიტრა

როგორ შეურიგდა მანჩინი კვარაცხელიას [ჟესტი, რომლის გამოც ოლიმპიკოს პუბლიკამ ხვიჩას ტაში დაუკრა ]

იტალიის სერია A-ს XI ტურის შეხვედრაში "რომამ" ნეაპოლელი ლიდერი ისტუმრა. მთელი კვირის განმავლობაში ათასი მოსაზრება თუ თეორია მოვისმინეთ. ყველანი ერთპიროვნულად თანხმდებოდნენ, რომ ლუჩანო სპალეტის "ნაპოლი" სკუდუტოს მთავარი პრეტენდენტია, რაც ნეაპოლელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს და რომიდან 3 ქულა წამოიღეს.

რომაელთა მთავარი საფიქრალი სტუმართა თავდასხმის განეიტრალება იყო. კვარაცხელიას სიახლოვეს მუდმივად ტრიალებდნენ ჯანლუკა მანჩინი და რიკ კარსდორპი.

ზოგადად ჯანლუკა მანჩინი გაწონასწორებული ახალგაზრდაა. მისი დავალება იყო ქართველის გარემარბის შეჩერება. თავის მხრივ, ხვიჩა ხელიდან არ უშვებდა შანსს, მცველების ნერვები და მზადყოფნა მუდმივად შეემოწმებინა.

დაცვის ხაზი გამუდმებით ხვიჩას აკონტროლებდა. როგორც კი ბურთს მიიღებდა, ფეხებში გამეტებით ურტყამდნენ. მის მიმართ უხეშობას მატჩის ბოლოს კვარაცხელია გააპროტესტებს კიდეც. ჯერ იყო და, პირველ ნახევარში მანჩინისთან შელაპარაკება-ჯიკაობაც მოუხდა და თითქოს კონფლიქტი უფრო უნდა გაღრმავებულიყო, რომ არა შემდგომი ეპიზოდი - ხვიჩამ ფლანგზე შესანიშნავი ფინტი გააკეთა და კონტრშეტევაზე დაიძრა, მაგრამ... მოედნის ცენტრში გაზონზე მწოლიარე ტრავმირებული ლორენცო პელეგრინი შენიშნა და... ბურთი უმალ აუტში გადააგდო. ამ ჟესტის გამო ოლიმპიკოს პუბლიკამ კვარაცხელიას ტაში დაუკრა.

ამ ეპიზოდის შემყურე მანჩინი თავს ვალდებულად ჩათვლის, კვარასთან მივიდეს და შერიგების ნიშნად ხელი ჩამოართვას გააგრძელე კითხვა