სამეფო ოჯახზე მდიდარი პრემიერ-მინისტრი - ვინ არის და რა ქონებას ფლობს რიში სუნაკი - კვირის პალიტრა

სამეფო ოჯახზე მდიდარი პრემიერ-მინისტრი - ვინ არის და რა ქონებას ფლობს რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი რიში სუნაკი გახდება. ყოფილ ფინანსთა მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა და ბრძოლაში ჩართვაზე უარი თქვა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდანტმა, რომელსაც მთავარ კონკურენტად მიიჩნევდნენ ბორის ჯონსონთან ერთად..

ადრეული წლები, პროფესიული განათლება და ოჯახი

სუნაკი ემიგრანტთა ოჯახიდანაა. მისი ბებია და ბაბუა ინდოეთიდან, პუნჯაბიდან გადასახლდნენ აღმოსავლეთ აფრიკაში. აქ მისმა დედამ და მამამ, რომლებიც ტანზანიიდან და კენიიდან არიან, ერთმანეთი გაიცნეს და დაქორწინების შემდეგ სამხრეთ ინგლისში, საუთჰემპტონში გადავიდნენ საცხოვრებლად. მამა ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის მთავარი პრაქტიკანტი გახდა, დედამ კი პატარა აფთიაქი გახსნა, სადაც სუნაკს, 3 შვილს შორის ყველაზე უფროსს, მუშაობა ხშირად უწევდა. მოგვიანებით, თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, სუნაკი პარალელებს ხშირად ავლებდა მის მიერ საოჯახო ბიზნესში მიღებულ გამოცდილებაზე, ღირებულებებსა და კონსერვატიული პარტიის ხატის, მარგარეტ ტეტჩერის ღირებულებებს შორის, რომელიც სურსათის გამყიდველის შვილი იყო.

მშობლების მიერ გაღებულმა მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა სუნაკს განათლება ექსკლუზიურ კერძო სკოლაში, ვინჩესტერის კოლეჯში მიეღო. აქ ყოფილი ფინანსთა მინისტრი სკოლის გაზეთის რედაქტორი გახდა, შემდეგ კი სწავლა ოქსფორდში, ლინკოლნის კოლეჯში განაგრძო პოლიტიკის, ფილოსოფიისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე. ოქსფორდში ის სავაჭრო და საინვესტიციო საზოგადოების პრეზიდენტი იყო და გაიარა სტაჟირება კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინაშიც.

ახალი პრემიერის ქონება

რიში სუნაკის კარიერის ანალიზისას ბევრს პირველად თვალში სწორედ მისი ქონება ხვდება.

Sunday Times-ის თანახმად, 2022 წლისთვის სუნაკისა და მისი ცოლის ქონება 877 მილიონ დოლარს აღწევს და დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არიან. ის პირველი წამყვანი ბრიტანელი პოლიტიკოსი იქნება, რომელიც ამ სიაში მოხვდა 1989 წლის შემდეგ. მათი შემოსავლის მთავარ წყაროდ ტექნოლოგიური და ჰეჯ-ფონდები სახელდება. გარდა ამისა, აკშატა მურთი 0.91%-იან წილს ფლობს Infosys-ში და სხვა წყაროების თანახმად, მისი ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. კიდევ ერთი გამოცემა, „გარდიანი“ კი წერს, რომ სუნაკი ქვეყნის მასშტაბით 15 მილიონი დოლარის უძრავ ქონებას ფლობს. წაიკითხე სტატია სრულად