"ის, რაც გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა, ჩემი სა­ჩუ­ქა­რია, მაგ­რამ..." - როგორ ინარჩუნებს კრისტი ყიფშიძე ფორმას და მიმართავს თუ არა პლასტიკურ ქირურგიას? - კვირის პალიტრა

"ის, რაც გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა, ჩემი სა­ჩუ­ქა­რია, მაგ­რამ..." - როგორ ინარჩუნებს კრისტი ყიფშიძე ფორმას და მიმართავს თუ არა პლასტიკურ ქირურგიას?

28 წელი პო­დი­უმ­ზე, იმა­ვე ემო­ცი­ით, გან­წყო­ბით, რო­გორც პირ­ველ დღეს, საქ­მის ისე­თი­ვე სიყ­ვა­რუ­ლით და რაც მთა­ვა­რია, უც­ვლელ ფორ­მა­ში, ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია. კრის­ტი ყიფ­ში­ძის­თვის, მო­დე­ლო­ბა მო­წო­დე­ბაა. ბედ­ნი­ე­რია, რომ ამ სფე­რო­ში წლე­ბის წინ აღ­მოჩ­ნდა, რა­ზეც დღეს ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვით მარ­თლაც არა­ფე­რი ხდე­ბა...

რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს ფორ­მას, აქვს თუ არა ამის­თვის რა­ი­მე ფორ­მუ­ლა და რას ურ­ჩევს ქალ­ბა­ტო­ნებს, ამას მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- 4 ნო­ემ­ბერს 28 წელი მის­რულ­დე­ბა, რაც მო­დე­ლი ვარ. ყო­ველ წელს ეს დღეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ვცდი­ლობ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს ხოლ­მე... ჩემ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რად აღ­ვნიშ­ნავ... 1994 წელი იყო, ურ­თუ­ლე­სი დრო, არ­სად არა­ფე­რი არ ხდე­ბო­და. იყო მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სივ­რცე - სას­ტუმ­რო „მე­ტე­ხი“ და სწო­რედ იქ მაკა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა შედ­გა, სა­დაც ძა­ლი­ან ცნო­ბილ გო­გო­ებ­თან ერ­თად, - ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, დინი ვირ­სა­ლა­ძე, ნინო სა­ლუქ­ვა­ძე („მის სა­ქარ­თვე­ლო“) მეც გა­მო­ვე­დი... მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს ის სფე­რო და საქ­მე იყო, რო­მე­ლიც არას­დროს მომ­ბეზ­რდე­ბო­და... სა­ერ­თოდ, როცა რა­მეს აკე­თებ, ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ა­ში ასეა, - უნდა გიყ­ვარ­დეს, გუ­ლით აკე­თო და შენი მო­წო­დე­ბა უნდა იყოს. ასე ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვს. სა­ერ­თოდ, თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ, არ მიყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ბოლო დროს სხვა­ნა­ი­რად და­ვი­წყე ჩემი თა­ვის შე­ფა­სე­ბა და და­ფა­სე­ბა. რად­გან 28 წელი ამ საქ­მე­ში ვარ, ე.ი. ეს ჩემი მო­წო­დე­ბაა და საქ­მის ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი.

- მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შენ­თან ერ­თად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­დი­უმ­ზე იდ­გნენ, ამ საქ­მეს კარ­გა ხა­ნია ჩა­მო­შორ­დნენ. რის ხარ­ჯზე ახერ­ხებ ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ისევ მო­დე­ლო­ბას. ამის რა­ი­მე ფორ­მუ­ლა გაქვს?

- არა­ნა­ი­რი ფორ­მუ­ლა თუ სა­ი­დუმ­ლო არ მაქვს. ალ­ბათ მა­ინც გე­ნე­ტი­კაა. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, გე­ნე­ტი­კას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუნ­დაც რო­გორ მოგ­ყვე­ბა კა­ნის სტრუქ­ტუ­რა. ის, რაც გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა, ჩემი სა­ჩუ­ქა­რია, მაგ­რამ რაც არ უნდა კარ­გი გე­ნე­ტი­კა იყოს, ამ ყვე­ლა­ფერს მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. რომ გი­თხრათ, ბევ­რი შრო­მა მი­წევს-მეთ­ქი, არა. მარ­ტი­ვად არის ყვე­ლა­ფე­რი. პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჯან­სა­ღი კვე­ბა. ყვე­ლა­ფერს არ მი­ვირ­თმევ, ზოგ პრო­დუქტზე ორ­გა­ნიზმს აუ­ტან­ლო­ბაც აქვს, ძი­რი­თა­დად ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი. მერე ძილს ვა­ნი­ჭებ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბას. ასე თუ ისე, თუ სად­მე რა­ი­მე სა­ღა­მო­ზე არ ვარ, ვცდი­ლობ, სახ­ლშიც რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი მაქვს, დრო­უ­ლად და­ვას­რუ­ლო და 11 სა­ათ­ზე წა­მოვ­წვე და სხე­უ­ლი და­ვას­ვე­ნო. მაგ დრო­ის­თვის თუ და­ძი­ნე­ბას შევ­ძლებ, მთლად უკე­თე­სი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა. ოღონდ, არა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი, ეს ბუ­ნებ­რი­ვი უნდა იყოს.

ბოლო დროს ხში­რად გვეს­მის ფსი­ქო­ლო­გე­ბის სა­უბ­რე­ბი იმა­ზე, რომ შე­ვიყ­ვა­როთ სა­კუ­თა­რი თავი. ბევ­რი ამას ვერ იგებს რას ნიშ­ნავს, ზოგს რა­ღაც ეგო­ის­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბი ჰგო­ნია. არა, უნდა გრძნობ­დე, რომ შენი თავი გიყ­ვარს, დიდ პა­ტივს სცემ. ამას რომ შე­იგ­რძნობ, მერე ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად მი­დის... სარ­კე­ში რომ იყუ­რე­ბი, ვი­ღა­ცის­თვის კი არ უნდა ჩა­ი­ხე­დო, შენ­თვის, ჯერ შენ­თვის და მერე სხი­ვის­თვის. მერე გა­რე­მოც სხვა­ნა­ი­რად შე­მოგ­ხე­დავს. ასეთ დროს სხვა ენერ­გი­ე­ბი კურ­სი­რებს და სხვა­ნა­ი­რად ცდი შენს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, იმას, რომ შენს თავ­თან კარ­გად ხარ. ამ ყვე­ლა­ფერს კი­დევ და­ვა­მა­ტებ­დი ფე­ხით სი­ა­რულს, თუმ­ცა სპორტდარ­ბა­ზე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. რა­ღაც ვარ­ჯი­შებს სახ­ლში ვა­კე­თებ. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, სად­მე კლუბ­ში ან დარ­ბაზ­ში იცეკ­ვო, ცეკ­ვა სახ­ლშიც შეგ­ვიძ­ლია. ეს გვიც­ვლის გან­წყო­ბას და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. მე კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს, ტო­ნუს­შიც მოვ­დი­ვარ, სის­ხლიც აქ­ტი­უ­რად მოძ­რა­ობს და კუნ­თე­ბიც. იხილეთ სრულად