"ნაპოლიმ" კვარაცხელიას შემცვლელი მოძებნა" - რას წერს იტალიური გამოცემა - კვირის პალიტრა

"ნაპოლიმ" კვარაცხელიას შემცვლელი მოძებნა" - რას წერს იტალიური გამოცემა

ლუჩანო სპალეტის ნათქვამს, რომ ზოგჯერ გუნდის ლიდერები უნდა დაასვენოს, iamoilnapoli გამოეხმაურა. გამოცემა ამტკიცებს, რომ ქართველ შემტევს ზოგჯერ ჯაკომო რასპრადორი შეცვლის – იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, რომელმაც ეროვნული გუნდის ბოლო ორ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

სპალეტი გასულ სეზონში ხშირად და სიამოვნებით დებდა ფსონს ელმასზე, რომელსაც ინსინიესთან შედარებით განსხვავებული მახასიათებლები გააჩნია. წელს აშკარაა, რომ მაკედონიელი ბათუმის „დინამოდან“ მოსულ 77-ე ნომერზე ნაკლებად ეფექტურია. თუმცა, „ლურჯების“ მწვრთნელს გაუმართლა, რადგან გუნდს უკვე ჰყავს შემცვლელი და ის ჯაკომო რასპადორია..

„სასუოლოს“ ყოფილი მოთამაშე აქამდე შესანიშნავ საქმეს აკეთებდა, როგორც ნახევარდაცვისა და შეტევის დამაკავშირებელი, მზად იყო ცენტრალურ თავდამსხმელადაც ეთამაშა, მაგრამ მას კიდევ რაღაც შეუძლია. ის ალესიო დიონისის („სასულოს“ მწვრთნელი) ხელმძღვანელობით თამაშობდა როგორც შემტევ ნახევარმცველად, ასევე მარცხენა ფლანგზეც და კარგი შედეგები ჰქონდა. „სპეციასთან“ მატჩში სპალეტმაც გადაწყვიტა ამ პოზიციაზე მოეცადა, აიძულა ფლანგზე ეთამაშა და სიმეონე დაეტოვებინა ცენტრალური თავდამსხმელის ზონის შესავსებად. შედეგად, მან 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა“, – წერს იტალიური გამოცემა.

სრულად ნახე: 1TV.GE