"საშინელი ბულინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ეს ურთულესი გადასატანი იყო" - კვირის პალიტრა

"საშინელი ბულინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ეს ურთულესი გადასატანი იყო"

29 წლის ფიტნეს ინსტრუქტორი - ხატია დიაკონიძე ბევრს ალბათ, "ტიკტოკიდან" ახსოვს. ახლახან ხატიამ რეალითი შოუში მიიღო მონაწილეობა, რამაც მის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. იყო ბულინგის შემთხვევაც...გადავწყვიტეთ, ხატია დიაკონიძე მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო...გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ადამიანი, რომელიც ვფიქრობდი, რომ ყველა ქალისთვის მოტივატორი უნდა ვყოფილიყავი, საშინელი ბულინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ეს ურთულესი გადასატანი იყო, მაგრამ ღვთის წყალობით, მოვახერხე. ახლა ცუდი კომენტარების ავტორები "ჩაქრნენ", შეცოტავდნენ..."

20220928-143004-copy-1666851966.jpg

"სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, როცა გარდატეხის ასაკი მქონდა, ოჯახში ისე ვცხოვრობდით, რომ "თავზე არ გადაგვდიოდა", პირიქით - ჩემი მშობლები მართლა დღესა და ღამეს ასწორებდნენ, რომ ლუკმაპური, ტანსაცმელი გვქონოდა... 3 წლის განმავლობში, შეიძლებოდა ერთი და იგივე შარვალი და ზედატანი მცმოდა..."

20220826-185705-1666852002.jpg

"როდესაც სკოლა დავამთავრე, თეატრალურ უნივერსიტეტში მოუმზადებლად ჩავაბარე - ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ცეკვაზე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი, ისე მიყვარს!.. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა: ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელსაც ცოლად გავყევი, ავტოკატასტროფისას გარდაიცვალა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 27 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი