რატომ ჩაურიცხა კასპის მერიამ მომღერალ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი? - კვირის პალიტრა

რატომ ჩაურიცხა კასპის მერიამ მომღერალ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი?

კას­პის მე­რი­ამ ბაბი კირ­კი­ტა­ძეს 12 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­გი­ო­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა qartli.ge ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მე­რი­ის ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" "ღა­მის შოუს ბენ­დის" მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო მი­ი­ღო.

"ღა­მის შოუს ბენ­დი" სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რო­ბით, მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გით, და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს. ზემო აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­ხორ­ცი­ელ­და შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი ბაბი კირ­კი­ტა­ძეს­თან, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბენ­დის მოწ­ვე­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 12 000 ლარს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მოხ­სე­ნე­ბით ბა­რათ­ში.

ბაბი კირ­კი­ტა­ძე არის ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გა­და­ცე­მის "ღა­მის შოუს" ბენ­დის ერთ-ერთი წევ­რი, ხოლო ხელ­მძღვა­ნე­ლია გელა გნო­ლი­ძე. qartli.ge -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გელა გნო­ლი­ძემ კას­პის მერს მის­წე­რა, რომ თან­ხა პი­რა­დად ბაბი კირ­კი­ტა­ძეს­თვის მი­ე­ცათ.

ambebi.ge