"კლოუნებმა" სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა ფარსად და კომედიად აქციეს" - კვირის პალიტრა

"კლოუნებმა" სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა ფარსად და კომედიად აქციეს"

მაიმუნობაა სახალხო დამცველის არჩევა? თამაშია?! თქვენ სერიოზულად უყურებთ ამ პროცესს, რომ ვინც გაივლის - გამოივლის, ყველა წარადგინეს სახალხო დამცველის კანდიდატად და ახლა სერიოზული სახით სხედან კომიტეტზე და გასაუბრებას უწყობენ? - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ის ფაქტიც გააკრიტიკა, რომ ოპოზიციას, ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, უფრაქციო დეპუტატების 7-კაციან ჯგუფს შეეძლება დაასახელოს კანდიდატები, რომელიც არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები.

ვაშაძის შეფასებით, ეს არის ხელისუფლების მიერ მოგონილი თაღლითობა.

"ხელისუფლების მხრიდან ყველა კანდიდატურა წარდგენილია სხვისი ხელით. თქვენ გგონიათ, ვინმეს თვალთახედვიდან გამორჩა ის აბსურდული პროცესი, რაც შვიდი კანდიდატის სავალდებულო წარდგენაზე მოიგონა "ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს მარაზმი ყოფილიყო კომიტეტებში, რაც არის? ეს ფარსი, ფარისევლობა, მაიმუნობა ვინ მოიგონა, რომ 7 კანდიდატი უნდა იყოს აუცილებლად წარდგენილი. მათ მოიგონეს ეს თაღლითობისთვის და ეს თაღლითობა ჯერ არ დამთავრებულა. ისინი ცდილობენ, ვიღაცას მისცენ გზა იმისთვის, რომ მათთვის სასურველ კანდიდატს დაუმატონ ორი ხმა, რომელიც აკლიათ. ეს ფარსი, ეს შვიდი კანდიდატის სავალდებულო წარდგენა არის იმისთვის, რომ 19 კანდიდატი იყოს ახლა და არა 3, რომელზეც სამოქალაქო სექტორი საუბრობდა. ჩვენ, ვინც ვართ ნამდვილი ოპოზიცია, იმან 3 კანდიდატს მოაწერა ხელი და არა 19-ს. რა 19? მაიმუნობაა სახალხო დამცველის არჩევა? თამაშია ?! თქვენ სერიოზულად უყურებთ ამ პროცესს, რომ ვინც გაივლის -გამოივლის, ყველა წარადგინეს სახალხო დამცველის კანდიდატად და ახლა სერიოზული სახით სხედან კომიტეტზე და გასაუბრებას უწყობენ? ეს არის სახელმწიფოს დაცინვა!

მონაწილეობით, 5 ათასმაც შეიძლება შეიტანოს განაცხადი, მაგრამ პარლამენტში ღირსეულთა შორის ღირსეული უნდა წარსდგეს. ეს იყო პროცედურა აქამდე და ეს პროცედურა ფარსად და ამ კომედიად აქციას ამ კლოუნებმა, მერე კლოუნებად გამოიყვანეს თავისი პარლამენტის წევრები და ამ კლოუნადაში მონაწილეობა დაავალეს, სერიოზული სახეებით რომ სხედან და კითხვებს უსვამენ. რას უსვამენ ? ვის უსვამენ ?“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ ისაუბრა სასამართლო სისტემაზეც. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საინტერესოა რა არის „ქართული ოცნების“ პასუხი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა ხელს უშლის თუ პირიქით ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

"აქ რომ მოვა "ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ჩემგან კითხვა დაუსვით, მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა, ხელს უწყობს თუ ხელს უშლის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. მურუსიძე პატიოსანი კაცი გახდა? „ქართულ ოცნებაში“ აღიარებენ, რომ ეს ხალხი არის დამნაშავე და დამნაშავეები მოსამართლეებად უნდა გვეჯდეს უზენაეს სასამართლოში? ადეიშვილზე რომ ბევრს ლაპარაკობენ, ადეიშვილის ხელდასხმული მცხეთის პროკურატურიდან, ჩერჩეტი ჩინჩალაძე რომ ამოათრია, წაიყვანა და უზენაესში დასვა, ის მაგარი ბიჭი გახდა ახლა? ყველაფერს აქვს ზღვარი!“, - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"