აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს - ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა - კვირის პალიტრა

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს - ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებულ მოლდოველ ოლიგარქებს, ვლადიმირ პლახოტნიუკსა და ილან შორს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, ოლიგარქებს სანქციები მოლდოვაში გამართულ არჩევნებში ჩარევისა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო დაუწესდათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ასევე ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში.

ცნობისთვის, ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვას პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ის ცდილობდა მოლდოვის სამართალდამცავ, საარჩევნო და სასამართლო სისტემებზე გავლენა მოეხდინა. ილან შორი კი, ამჟამად ისრაელში ცხოვრობს და მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის საქმის გამო მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

IPN