"რა არის ახლა ეს?" - როგორ ცხოვრობს ექსმინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ და შეიცვალა თუ არა მისი ქონებრივი დეკლარაცია? - კვირის პალიტრა

"რა არის ახლა ეს?" - როგორ ცხოვრობს ექსმინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ და შეიცვალა თუ არა მისი ქონებრივი დეკლარაცია?

2021 წლის 9 დე­კემ­ბერს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ნიშ­ნულ ბრი­ფინგზე, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­შე ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე სრუ­ლი­ად მარ­ტო, თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის გა­რე­შე წარ­სდგა. მა­შინ­დელ­მა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, მი­ნის­ტრო­ბის 30 თვის თავ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებ­და.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე იყო ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე რთულ დროს, პან­დე­მი­ი­სას მო­უ­წია მუ­შა­ო­ბა. ის ყო­ველ­დღი­უ­რად იყო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. გა­ნი­ხი­ლავ­დნენ მის ვარ­ცხნი­ლო­ბას, ჩაც­მუ­ლო­ბას. აფა­სებ­დნენ მის პრო­ფე­სი­ულ ნა­ბი­ჯებ­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლის მი­ღე­ბაც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში უწევ­და.

იყო უამ­რა­ვი კრი­ტი­კა... ის გამ­ყრე­ლი­ძე-იმ­ნა­ძე-ცერ­ცვა­ძეს­თან ერ­თად მარ­თავ­და ბრი­ფინ­გებს, და­დი­ო­და კო­ვიდ კლი­ნი­კებ­ში და კი­დევ ერთი სკან­და­ლი მისი ვაქ­ცი­ნა­ცია იყო... ერთჯე­რა­დად აც­რილ ტი­კა­რა­ძეს მალე კო­ვი­დი შეხ­ვდა და მე­ო­რე დოზა აღარ გა­უ­კე­თე­ბია. აბ­რა­ლებ­დნენ ან­ტი­ვაქ­სე­რო­ბას და ყო­ველ­დღი­უ­რად ელოდ­ნენ მის გა­დად­გო­მას.

თუმ­ცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ტი­კა­რა­ძემ 30 თვე გაძ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე...

რომ არა პან­დე­მია, შე­საძ­ლოა, ტი­კა­რა­ძე დღე­საც ყო­ფი­ლი­ყო მი­ნის­ტრი ან პი­რი­ქით, უფრო ადრე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა. შე­საძ­ლოა, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო მე­დია.

ახლა შე­ვეც­დე­ბით, გა­ვარ­კვი­ოთ, რო­გორ ცხოვ­რობს გა­დამ­დგა­რი მი­ნის­ტრი და რა სი­ახ­ლე­ე­ბია მის ცხოვ­რე­ბა­ში.

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე მე­დი­ა­ში აღარ ჩნდე­ბა. მარ­თა­ლია, მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუნდში რჩე­ბო­და, მაგ­რამ პარ­ტი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ან ბრი­ფინ­გე­ბის დროს, ის არ­სად ჩანს...

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლი­დან რვა თვე­ში ტი­კა­რა­ძემ, რო­გორც ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სო, რო­მელ­შიც თით­ქმის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

მე­უღ­ლე, ბი­ძი­ნა კა­კა­ბა­ძე ფლობს მი­წის ნაკ­ვეთს ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში, რო­მე­ლიც 2016 წელს 10 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. კა­კა­ბა­ძე ცნო­ბი­ლია, რო­გორც ბა­ი­კე­რი. გააგრძელეთ კითხვა